თბილისში შვილიშვილმა მძინარე ბაბუას პირში “ხლაპუშკა” აუფეთქა. ამის შესახებ „კვირას“ბ. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და პლასტიკური ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.
„ბაბუას, რომელსაც ტელევიზორის ყურების დროს ჩაეძინა და პირით სუნთქავდა, პატარა შვილიშვილი მიეპარა და საახალწლო ასაფეთქებელი მოწყობილობა პირის ღრუში აუფეთქა. შედეგად მოხუცმა ენის დამწვრობა მიიღო“, – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მეტი ყურადღებით მოეკიდნონ საახლწლო პიროტექნიკის გამოყენებას, რათა თავიდან ავიცილოთ ზედმეტი პრობლემები.წყარო: "კვირა"