ფოთის პორტსა და „როსნეფტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ, მორიგი რუსული პროექტის შესახებ საუბრობს პაატა დავითაია. როგორც მან „პირველ რადიოსთან“ საუბარში აღნიშნა სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან ნავთობსადენის მშენებლობა, ქვეყნის ეკოლოგიისთვის და უსაფრთხოებისთვის კატასტროფის ტოლფასია, ვინაიდან ეს არის რუსული პროექტი მრავალმილიარდიანი დაბანდებებით საქართველოს ტერიტორიაზე. დავითაია აცხადებს, რომ ეს არ არის ამერიკულ-ქართულ-რუსული პროექტი , ვინაიდან მას ამერიკელ პარტნიორებთან ამ თემაზე საუბარი ჰქონდა, თუმცა დასტური, რომ აშშ პროექტის ერთ-ერთი მონაწილეა ვერავისგან მიიღო:
„როსნეფტის“ შემოტევა ფოთის ტერმინალთან დაკავშირებით, ეს არის პირველი ეტაპი. მეორე ეტაპი უკვე გაჟღერებულია. საუბარი არის იმასთან დაკავშირებით თითქოს უნდა შეიქმნას ქართულ- ამერიკულ- რუსული ე.წ. „პატოკი“ სამხრეთ აღმოსავლეთის მხრიდან, რაღაც ნავთობსადენთან დაკავშირებით, რომელიც გაივლის აფხაზეთის ტერიტორიაზე და სუბარია იმაზე, რომ ეს მნიშნვენლოვანი იქნება ქართული ეკონომიკისთვის. ორ მომენტს გამოყოფდი ამ მიმართულებით- პირველი ის, რომ ეს ე.წ. ჰაბი შეიქმნება სუფსის ტერმინალზე და მთლიანად გაანადგურებს იმ ტურისტულ ზოლს რაც არის ურეკი და ქობულეთის მიმართულებით. დამსვენებლებიც არავინ არ ჩამოვა იქ სადაც დიდი ნავთობების მარაგია და ქიმიური საშუალებებია- ეს რაც შეეხება ეკოლოგიას. რაც შეეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, გამოდის რომ თუ ნავთობსადენმა აფხაზეთის ტერიტორია უნდა გაიაროს ყველა ვარინატში და მოუწევს იქ გასვლა, ვინ დაიცავს მას? აფხაზური შენაერთები? რუსული შენაერთები? ფაქტიურად ჩვენ ამით გავაკეთებთ ლეგიტიმაციას. მე შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს შეიარაღებულ შენაერთები შეუშვან...ე.ი. ფაქტიურად ამ სიტუაციაში არც ერთ შემთხვევაში არ გაუშვებს რუსეთი ხელიდან შესაძლებლობას, რომ ეს სადენი აფხაზეთის მონაკვეთზე დაცული იქნეს აფხაზური შეუარაღებული ძლების, ან იგვე შინაგანი ძალების მიერ, იცით, რომ ფაქტიურად მათი ინტეგრაცია ხდება, მაგრამ ეს გამოიწვევს იმას, რომ სამართლებრივად ისეთ უსაფრთხო საკითხებში რაც შეეხება ნავთობსადენების გამავლობას, აფხაზეთი მიიღებს მონაწილეობას, როგორც სუვერენული სახელმწიფო, რაც არის სრული კატასტროფა და აღიარების წინაპირობები. რეალურად აფხაზეთის მონაწილეობა ამ პროექტში, იგივეა რაც რკინიგზა. რკინიგზის მომენტი არ გამოვიდა და დღეს ცდილობენ შეფარვითი გზით გამოიყენონ ეს გზა. ვწუხვარ რომ საქართველოს მთავრობაში არიან წევრები, რომლებიც ვერ ხდეავენ დარღვევას კანონის ოკუპაციის შესახებ, ვერ ხედავენ, რომ ეს ქვეყნის უსაფრთხოებას შეუქმნის სერიოზულ პრობლემას იმიტომ რომ როსნეფტს უკვე ნაყიდი აქვს ეს ტერმინალი და ძაან ძნელად შეიძლება ამ მთავრობის ხელში, რომ ის გააძევნოონ იქიდან და ამ სიტუაციაში ხდება კიდევ ახალი რაღაცის შექმნა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე 72 მილიარდამდე რუსულ კაპიტალდაბანდებებს ითვალისწინებს. რუსეთის ამხელა თანხების შემოსვლა გამოიწვევს სრულ კონტროლს ქართული ეკონომიკის. მე მქონდა საუბარი ამ განცხებების შემდეგ ჩვენ პარტნირებთან აშშ-ში და საუბარი იმაზე, რომ ეს ამერიკული პროექტია, მე ვერსად ვერ მივიღე ამისი დასტური, რომ ეს არის ამერიკული პროექტი რუსეთთან ერთად. არანაირი ამერიკულ და რუსული და ქართული პროექტი არ არის. ეს არის რუსული ინტრესების გამტარებელი პრექტი, რომელიც ძალინ სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას“ აცხადებს პაატა დავითაია. pirveliradio
რომან გოცირიძე: პუტინის საბრძოლო იარაღმა, როსნეფტმა რომ საქართველოში შემოდგა ჩექმა და ფოთის ნავსადგურში ჩაუშვა ღუზა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. მთავარ არგუმენტად გვესმის, რომ რას იზამს, ზურგზე ხომ არ მოიკიდებს და წაიღებსო.
ხომ მოიკიდა და წაიღო...მთელი სომხეთი?