ჩიორა თაქთაქიშვილი
"თუმცა", "მაგრამ", "რელიგიური გრძნობები"... კარგით რა! 17 უდანაშაულო ადამიანია მკვდარი, კიდევ დაჭრილები და ახალი მძევლები, ახალი მუქარები და ცხელი წერტილები სხვა ქალაქებში!!!!!! არ შეიძლება, რომ ამ დღეებში მაინც მოკლულები არ დაადანაშაულოთ მომხდარში???!!!! მართლა ძალიან ვწუხარ, რომ ბევრი ასეთი პოსტი მხვდება! არცერთი რელიგია არ ღირს უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლედ! არცერთი!! ჰეზბოლას ლიდერიც კი დღეს ცალსახად მხოლოდ ტერორისტებს ადანაშაულებს და თქვენ რაღა დაგემართათ? არ შეგიძლიათ უბრალოდ გამოთქვათ მწუხარება ამ "მაგრამების" გარეშე? ჰო, კიდევ რუსეთში თვლიან, რომ ეს ჟურნალი უნდა აკრძალულიყო და ტერაქტიც არ იქნებოდა! ამათ ეთანხმებით?!
ყველა, ვინც დღეს საუბრობთ "რელიგიურ გრძნობებზე", შეუგნებლად ამართლებთ ამ ხოცვა-ჟლეტას და მზად იყავით, რომ თქვენც შეიძლება ხვალ მოგადგნენ სიბნელით მოცული ფანატები და თქვენი ფბ-სტატუსების გამო ჩაგქოლონ.
ამიტომ ძალიან გთხოვთ, თუ თქვენ ასე არ ფიქრობთ, თუ არ ამართლებთ ადამიანების ხოცვას ტვინგამორეცხილი ფანატების მიერ, ცოტა ხანი მაინც თავი შეიკავეთ "მაგრამებისგან"!
ისე, რომ იცოდეთ, ამ ტერაქტის საბაბი იყო მხოლოდდამხოლოდ მიშელ უელბეკის (გენიალური ფრანგი მწერალია, საკმაოდ სკანდალური რეპუტაციის, რომელმაც ბოლო ნაწარმოები ისლამისტების მიერ მართულ საფრანგეთზე დაწერა) კარიკატურა, სადაც ის სიგარეტს აბოლებდა და ამბობდა, რომ "2022 წელს მე რამადანს დავიცავ".
იქნებ ამიხსნათ, ვინ გრნობთ ამით თქვენს ან ვინმე სხვის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფილად?!!
.ნიკა რურუა
გაუნათლებელი და უმუშევარი მუსლიმი ახალგაზრდები იოლ ნადავლს წარმოადგენენ ტოტალიტარული იდეოლოგიისთვის, როგორიცაა პოლიტიკური ისლამი, რომელიც მათ სხვადასხვა ხერხით არწმუნებს, რომ ისინი ყველანაირი შრომისა და წვალების გარეშე და ე.წ. 'მოკლე გზით' (shortcut-ით) მიაღწევენ "წარმატებას" და "გმირობას", თუ რეკრუტერებს დაუჯერებენ და ტერორისტულ აქტს ჩაიდენენ.
მოკლევადიან გამოსავალს გარდა პოსტ-ფაქტუმ მათი გაუვნებლებისა, (როგორც ახლა პარიზის გარეუბანში მოხდა ფრანგული პოლიციის მხრიდან) ვერ ვხედავ.
გრძელვადიანი გამოსავალი კი შესაძლოა იყოს ახალი "მარშალის გეგმა" დასავლეთის მხრიდან, რომელიც ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის მუსლიმი ახალგაზდობის განათლებასა და სეკულარიზაციაზე იქნება მიმართული.
ეს რთული ამოცანაა, მაგრამ ბევრად უფრო იაფი და საიმედო, ვიდრე მხოლოდ საბრძოლო გადაჭრა აღნიშნული პრობლემისა.
Nika Rurua: All the news agencies that are hesitating to show Charlie Hebdo cartoons today, after horrible and cowardly killing of cartoonists are sending dangerous signal to terrorists - namely "yes, we can be intimidated with such attacks and you have won over freedom of speech". That impression must be avoided at all costs. Otherwise, more such attacks will follow.
ყველა ახალი ამბების სააგენტო და ტელევიზია, რომელიც თავს არიდებს ჩარლი ებდოს კარიკატურების ჩვენებას,
ამ რედაქციაზე ველური თავდასხმისა და მხატვრების მკვლელობის შემდგომ, ტერორისტებს ძალიან სახიფათო სიგნალს უგზავნის. კერძოდ იმას, რომ ამგვარი შეტევებით შესაძლებელია დასავლეთის პრესის დაშინება და სიტყვის თავისუფლების დამარცხება. ასეთი შთაბეჭდილება ყველანაირი საფასურით უნდა ავიცილოთ, რადგანაც ამგვარ შთაბეჭლიდებას აუცილებლად მოყვება ახალი ტერაქტები და მორიგი თავდასხმები პრესის წარმომადგენლებზე.
დოდონა კიზირია
ვუყურებ CNN-ს და მიჩნდება გრძნობა, რომ გაჩნდა ნაპრალი, თუნდაც მცირე, იმ განწყობას შორის, რომელსაც გამოხატავს, ერთი მხრივ, საფრანგეთის მოსახლეობა და, მეორე მხრივ, საფრანგეთის მთავრობა და მათი სტუმრები. გუშინ ხალხი იდგა ლოზუნგებით - „არ გვეშინია,“ „მე ვარ ჩარლი,“ „ჩვენ ვართ ჩარლი.“ დღეს ამას დაემატა „მე ვარ ებრაელი“, „მე ვარ მუსულმანი,“ „მე ვარ ქრისტიანი,“ „მე ვარ აჰმედი,“„ ~ჩვენ ვართ ერთად,“ „არა ტერორიზმს“ და ასე შემდეგ. ეს შესანიშნავია და მთელი გულით მივესალმები ამ ერთიანობას. ყოჩაღ, ფრანგებო! თქვენ ამით კიდევ ერთხელ ამტკიცებთ თავისუფლებისადმი თქვენს სიყვარულს და მზად ყოფნას მის დასაცავად!
მეორე მხრივ, საფრანგეთის მთავრობა აწყობს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრას სინაგოგაში და ნარატივი უმთავრესად ამ ტერორისტული აქციის ანტისემისტურ მხარეს ექცევა. ანუ ანტიტერორისტული შეხვედრის არსმა ანტი-ანტისემიტურ თემაზე გადაინაცვლა. პირველი გამომსვლელი, რომელიც მიმართავს მოედანზე თავშეყრილ ხალხს, არის ისრაელის პრემიერ მინისტრი, ნატანიახუ. ანტისემიტიზმი უდიდესი ბოროტებაა და ყველგან და ყოველთვის უნდა აღვუდგეთ ამ სამარცხვინო გამოვლინებას. მაგრამ ჩემის აზრით, ეს შეხვედრა უნდა ყოფილიყო კონცენტრირებული სწორედ ანტიტერორიზმზე და სიტყვის თავისუფლებაზე მიუხედავად იმისა, რომ მოკლული კარიკატურებისტების ნახევარი მაინც ებრაელები იყვნენ. ვშიშობ, რომ საბოლოო ჯამში პირველი თემის მეორეთი შეცვლა ისევ ანტისემიტურ განწყობას გააღვივებს.
აქცენტები შეიცვალა, ლოზუნგი "Je suis Charlie" შეიცვალა ლოზუნგით "Je suis juif". მე ასე ვფიქრობ და შეიძლება ვცდები.
CNN-ის ფოტო