ძველით ახალ წელს გილოცავთ!

ძველით ახალ წელს გილოცავთ!

14.01.2015

ძველით ახალი წელი (რუს. Старый Новый год, უკრ. Старий Новий рік, ბელარ. Стары Новы год, სომხ. Հին Նոր Տարի, სერბ. Српска Нова година ან Srpska Nova godina, მაკედ. და ბულგ. Стара Нова година, ბერძნ. Παλιά νέο έτος, რუმინ. Anul Nou pe rit vechi) — ტრადიციული დღესასწაული, რომლითაც სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნავენ იულიუსის კალენდრის 1-ლ იანვარს, ახალ წელსXX და XXI საუკუნეებში ძველით ახალი წელი გრიგორიანული კალენდრის 14 იანვარზე მოდის, ახალი წლიდან 13 დღეში. როგორც წესი, ძველით ახალ წელს, არც ერთი სახელმწიფო არ ცნობს ქვეყნის ოფიციალურ დღესასწაულად.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა 1918 წელს ოფიციალურად გადავიდა გრიგორიანულ კალენდარზე, რუსული მართლმადიდებლური ეკლესია მას შემდეგ კვლავ იულიუსის კალენდრით სარგებლობს. ახალი წელი აღინიშნება ორივე კალენდრით.

იულიუსის კალენდრის ახალი წელი რუსეთში დღემდე არაოფიციალურია და რუსები ახალ წელს ორჯერ, 1-ელ და 14 იანვარს აღნიშნავენ.

ყველაზე ხშირად სერბეთში ამ დღესასწაულს სერბულ ახალ წელს უწოდებენ (Српска Нова година/Srpska Nova godina).

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია თავის დღესასწაულებს კვლავ იულიუსის კალენდრით აღნიშნავს.

მოსახლეობის ნაწილი ძველით ახალ წელს ისევე აღნიშნავს, როგორც 1 იანვარს. ბელგრადში, პარლამენტისა და მერიის შენობის წინ ეწყობა კონცერტი. სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ორგანიზებით წმინდა საბას საკათედრო ტაძრიდან უშვებენ ფოიერვერკს, სადაც უამრავი ადამიანია შეკრებილი. ასეთივე ღონისძიებები ეწყობა სხვა ქალაქებშიც.

მაკედონიაში ეს დღესასწაული „ძველი ახალი წლის“ სახელითაა ცნობილი (Стара Нова година). 13 იანვრის ღამეს, ხალხი ქუჩებში გამოდის, სადაც მეზობლები უზარმაზარ კოცონს ანთებენ, შემდეგ კი ერთად ჭამენ და სვამენ.

ძველით ახალ წელს ასევე აღნიშნავენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები მაკედონელები, ძირითადად ავსტრალიაშიკანადასა და აშშ-ში.

ძველით ახალი წლის ტრადიცია შემონახულია ასევე სომხეთშიბელარუსშიბოსნია-ჰერცეგოვინაშისაქართველოშიყაზახეთშიმონტენეგროშიმოლდოვაშიუკრაინაშიუელსსა და შვეიცარიაში. XX საუკუნის პირველ ნახევარში შოტლანდიელი გელების ნაწილი კვლავ აღნიშნავდა ამ დღესასწაულს. (მომზადებულია ვიკიპედიის მიხედვით)



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge