მარკეტინგი სურამულად

მარკეტინგი სურამულად

18.01.2015

სურამში ნაზუქებით ერთ-ერთმა მოვაჭრემ ორიგინალურ ხერხს მიაგნო და თავის საცხობს გამყიდველად ორი მანეკენი „ამოუყენა“.

მოსაზრებული მოვაჭრე სურამელი ლევან ხაჩიძე აღმოჩნდა:

„აბა, რა უნდა მექნა? პატრულმა ნაზუქებს ნუ იქნევთ, მძღოლებს ყურადღება ეფანტებათო. მერე საახალწლო ნათურებით მქონდა აქაურობა მორთული და ჩამომიგლიჯეს... მას შემდეგ, რაც ჩემი ლამაზმანები დავაყენე, უამრავი ადამიანი ჩერდება, ჩემკენ აღარავინ იყურება, ამათ ელაპარაკებიან.

როგორც კი შებინდდება, ყველაზე მაგარი მარკის ავტომობილები უჩერებენ ამ „გოგოებს“. თოჯინა რომ შერჩებათ ხელში ცოტა გაწბილება კი ეტყობათ, მაგრამ რაღას გააწყობენ, ნაზუქს ყიდულობენ, თითქოს სწორედ ამისთვის გაჩერდნენ, მანეკენი კი ისე, სხვათა შორის შეათვალიერეს.

ბევრი მთხოვს, მოგვყიდეო, მაგრამ რომ გავყიდო, უკეთესი რა ვიყიდო? 200-300 ლარს მთავაზობენ თითოში... დოლარებიც შემოუთავაზებიათ. თითოში 250 ლარი გადავიხადე, მაგრამ თითო დღეში 50-100 ლარს შოულობს.

აბა, ასეთ ტანად და აშოლტილ ნაზუქების გამყიდველს სად იშოვი?! ამათ სამ დღეში ერთხელ ვუცვლი სამოსს, თანაც შილიფად აცვიათ და არც სცივათ. სულ ნაირ-ნაირ სამოსს ვყიდულობ.

აბა, ნახეთ, რომელ მეთონე ქალს აცვია ასე? ბევრი მხოლოდ იმისთვის ჩერდება, რომ მანეკენებთან ფოტო გადაიღოს. ახლა საახალწლოდ უნდა გამოვაწყო და ნახეთ, რამდენი კლიენტი მოაწყდება ჩემს თონეს...“ - ამბობს ლევან ხაჩიძე.

via:fmabkhazia

რა არის მარკეტინგი?

ხედავთ მშვენიერ გოგონას ბართან, მიდიხართ და ეუბნებით: “მე ძალიან მდიდარი ვარ, გამომყევი ცოლად” -ეს არის პირდაპირი მარკეტინგი (Direct Marketing)

ხედავთ მშვენიერ გოგონას ბართან, თქვენი მეგობარი მიდის და ეუბნება: “ის ძალიან მდიდარია, გაყევი მას ცოლად” – ეს არის რეკლამა (Advertising)

ხედავთ მშვენიერ გოგონას ბართან, მიდიხართ და ართმევთ ტელეფონის ნომერს, ურეკავთ შემდეგ დღეს და ეუბნებით:

“გამარჯობა, მე ძალიან მდიდარი ვარ, გამომყევი ცოლად” – ეს არის ტელემარკეტინგი (Telemarketing)

ხედავთ მშვენიერ გოგონას ბართან, თავს იწესრიგებთ მიდიხართ და იცნობთ მას. ართობთ მას მთელი საღამო საინტერესო საუბრებით, უსხავთ სასმელს, მანქანაში ჩაჯდომისას უღებთ კარებს და ტოვებთ სახლში და ამ დროს ეუბნებით: “სხვათა შორის მე მდიდარი ვარ, გამომყევი ცოლად” – ეს საზოგადოებრივი ურთიერთობებია  (Public Relations)

ხედავთ მშვენიერ გოგონას ბართან, ის მოდის თქვენთან და გეუბნებათ: “შენ ძალიან მდიდარი ხარ, მომიყვან ცოლად?” -ეს ბრენდის ცნობადობაა (Brand Recognition)

ხედავთ მშვენიერ გოგონას ბართან, მიდიხართ და ეუბნებით: “მე ძალიან მდიდარი ვარ, გამომყევი ცოლად” ის კი პასუხად სილას გაწნით – ეს  მომხმარებელთან უკუკავშირია (Customer Feedback)

ხედავთ მშვენიერ გოგონას ბართან, მიდიხართ და ეუბნებით: “მე ძალიან მდიდარი ვარ, გამომყევი ცოლად” ის კი თავის ქმარს გაცნობთ – ეს მოთხოვნა და მიწოდებას შორის გარღვევაა (Demand and supply Gap)

ხედავთ მშვენიერ გოგონას ბართან, მიდიხართ და სანამ რამეს ეტყვით, მიდის სხვა მამაკაცი და ეუბნება: “

მე ძალიან მდიდარი ვარ, გამომყევი ცოლად” გოგონა მას მიყვება – ეს არის შენს ბაზარზე არსებული კონკურენცია (Competition on your market share)

ხედავთ მშვენიერ გოგონას ბართან, მიდიხართ და სანამ რამეს ეტყვით, მოდის თქვენი ცოლი – ეს არის ახალ ბაზრებზე შესვლის აკრძალვა (Restriction for Entering New Markets).

via: postalioni

 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge