დასანიშნ-დანიშნულთა და სილიკონ-გლეხიანთა დაიჯესტი

დასანიშნ-დანიშნულთა და სილიკონ-გლეხიანთა დაიჯესტი

20.01.2015

მომავალ კვირას საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე უკრაინაში მაღალჩინოსნად ინიშნება. საყვარელიძე უკრაინის გენერალური პროკურის მოადგილე ან ანტიკოროფციული საბჭოს ხელმძღვანელი იქნება. ამ ორივე უწყებას იდეურად ზურაბადეიშვილი გააკონტროლებს. მისი მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა იმ მიზეზით ვერ მოხერხდა, რომ უნგრეთის სახელმწიფოსგან პოლიტიკური თავშესაფარი აქვს მიღებული.

liga.net -ის ცნობით უკრაინის შს მინისტრის მოადგილე, ეკატერინე ზღულაძე მ უკრაინაში "გაი"-ს რეფორმა უკვე დაიწყო.  შსს-ს რეფორმირება  ჯერ კიევის, შემდეგ კი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება. უკრაინული მედიის ცნობით ზღულაძე  "გაი"-ს  ამჟამინდელი თანამშრომლებს დაითხოვს. ის სწრაფად ცდილობს  კიევში წესრიგის შეცვლას.  გამოცხადებული აქვს კონკურსი, რომლის მიხედვითაც პატრულის კანდიდატები უნდა იყვნენ 21-35 წლამდე ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ   საშუალო ან უმაღლესი განათლება.  აგრეთვე, უნდა ჰქონდეთ მართვის მოწმობა და არ უნდა იყვნენ ნასამართლევი.  პატრულის თანამშრომლის საშუალო ხელფასი 6-დან 8 ათას გრივნამდე იქნება. განაცხადების მიღება 6 თებერვლიდან იწარმოებს, სამთვიან კურსებზე სწავლა კი მარტიდან დაიწყება.

ყოფილი თავდაცვის მინისტრმა და პარტია „თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ  ”გურიის მოამბის" ვებგვერდის გადაცემა  “ექსკლუზივში” აღნიშნა, რომ რუსული სპეცსამსახურები  ქართულ მედიასივრცეში და ვებ - პორტალების დაფინანსებაში დიდი ფულის ჩადებას ცდილობს, საქართველოში რუსული იდეოლოგიის დასაყრდენის პოვნის მიზნით. 

დაბოლოს

მილიონერ ვასაძის აზრით, ძალადობა ქართულ ოჯახებში თურმე იმის ბრალია, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში ქართველ გლეხს სილიკონებჩადგმული ლათინოამერიკელი ქალების კოცნაობას უჩვენებენ.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge