ანწლის კენკრის მარცვლები ჩაყარეთ ფენა-ფენად მინის ჭურჭელში. ყოველი 1სმ კენკრის ფენას მოაყარეთ შაქარი, ვიდრე ბოლომდე არ აავსებთ. 1 თვე დადგით გრილ ადგილას. მიღებული ექსტაქტი გაწურეთ და მიიღეთ დღეში სამჯერ ერთი სუფრის კოვზი ჭამის შემდეგ. ჭამამდე 10 წუთით ადრე კი დალიეთ 150გრ. გამოხდილი წყალი. მკურნალობის კურსია 45 დღეა. გაიმეორეთ ერთი თვის შემდეგ. ამბობენ, რომ სამი ასეთი კურსი კიბოსაც კი აქრობს.
პროფილაქტიკის მიზნით კი მხოლოდ ერთი კურსია საკმარისი წელიწადში. ეს ექსრაქტი განსაკუთრებით იმათ უხდებათ, ვისაც კუჭ-ნაწლავი არა აქვს წესრიგში. ანწლის ნაყენი ჯანმრთელ ადამიანებს მხნეობას მატებს. მოკლედ, ძალიან ბევრი აქებს მას, ამბობენ, რომ უებარია და თუ მსგავსი მკურნალობის გჯერათ, მიიღეთ და სიცოცხლე გაიხანგრძლივეთ.