Palimfsesti.ge: უკრაინისთვის დაღუპული ქართველები ნამდვილად არიან გმირები და ნამდვილად უნდა დაიკრძალონ ძმათა სასაფლაოზე! პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას. მაგრამ, ძალიან გვენანება თითოეული მათგანის სიცოცხლე... ისედაც მცირენი, უფრო შევმცირდით... საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი?!
1.უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" მეთაური, მამუკა მამულაშვილის თქმით, დონეცკთან პრორუსი სეპარატისტების მიერ მოკლული თამაზ სუხიაშვილი "ქართული ლეგიონის" წევრი არ ყოფილა. მამულაშვილი აღნიშნავს, რომ პირადად არ იცნობდა თუმცა ერთ-ერთი კარგი მებრძოლი და გმირი ქართველი იყო.
ამის შესახებ მან "რუსთავი2"-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
"ის "ქართული ლეგიონის" წევრი არ ყოფილა. ის იყო უკრაინული ერთ-ერთი ოფიციალური ფორმირების წევრი. მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს. ის იყო ქართველი და მინდა, ქედი მოვიხარო მისი გმირობის წინაშე," - ამბობს მამულაშვილი.newposts.ge
2.უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" მეთაური, მამუკა მამულაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, თამაზ სუხიაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება.
მამულაშვილი ყველას უკრაინაში გარდაცვლილების ოჯახის დახმარებისკენ მოუწოდებს.
"მინდა გითხრათ, რომ ჩემი გმირები მხოლოდ ეს ჩვენი დაღუპული გმირები არიან, ალეკო გრიგოლაშვილი და თამაზ სუხიაშვილი!!! რაც შეეხება მონდომებას რომ ვინმემ რამე გადმოგვცეთ, უკვე არაერთხელ ვთქვი. გთხოვთ ყველა თანხა თუ რაიმე სახის სხვა დახმარება მხოლოდ ამ ორი პიროვნების ოჯახებს გადასცეთ, ჩემი მებრძოლები შეთანხმდნენ, რომ ყველაფერი მიცვალებული გმირების ოჯახებს გადაეცეთ! ჩვენ დახმარებას არ მივიღებთ!,-წერს მამულაშვილი.newposts.ge
palimfsesti.ge: უკრაინისთვის დაღუპული ქართველები გმირები არიან! პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას. მაგრამ, ძალიან გვენანება თითოეული მათგანის სიცოცხლე... ისედაც მცირენი, უფრო შევმცირდით... საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი?!