"სამოქალაქო განათლება" ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

"სამოქალაქო განათლება" ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

22.01.2015

ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს სავარაუდოდ, 25 ივნისიდან დაიწყება.  თუ აქამდე არჩევითი საგნების რაოდენობა 8 იყო, წელს აბიტურიენტებს სიახლე  ელოდებათ – საგამოცდო ტესტებს  ახალი არჩევითი საგანი  „სამოქალაქო განათლება“  დაემატება. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ მიაჩნიათ,  ახალი არჩევითი საგნის დამატებით ახალგაზრდებს არჩევანის გაკეთების საშუალება ეზრდებათ.  სავალდებულო საგნებად  კვლავ რჩება: ქართული, უცხო ენა და ზოგადი უნარები.  უნივერსიტეტების მიერ გამოცხადებული ადგილების რაოდენობა თებერვლის ბოლომდე გამოქვეყნდება. აბიტურიენტების რეგისტრაციაც სწორედ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge