რუსებმა უკრაინელ ტყვე პოდპოლკოვნიკს ბრბო მიუსიეს

რუსებმა უკრაინელ ტყვე პოდპოლკოვნიკს ბრბო მიუსიეს

22.01.2015

1. დონეცკის აეროპორტთან ბრძოლების დროს ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი ჯარისკაცის მამა, თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის მეთაურს ალექსანდრე ზახარჩენკოს მიმართავს.

“თვლი, რომ მართალი ხარ. ჩემი შვილი უკრაინის პატრიოტია, თვლის რომ მართალია. არავინ იცის სინამდვილეში, სად არის სიმართლე…ამბობ, მშობლებმა მიმართონ ხელისუფლებას, გენერლებს… მე მიჩვეული ვარ შუამავლების გარეშე გადავჭრა ჩემი პრობლემები.

ვნერვიულობ, 7 დღე არ მძინებია, არ მიჭამია, მოვწიე იმდენი სიგარეტი, რაც არ მომიწევია ჩემი ცხოვრების მანძილზე. ყველა წუთი ჩემ შვილთან ერთად ვიცხოვრე”, მიმართავს მამაკაცი ზახარჩენკოს.

ჯარისკაცის მამა, ზახარჩენკოს შეხვედრასა და მოლაპარაკებებს სთხოვს. თანხმობის შემთხვევაში ის მზადაა, ჩავიდეს დონეცკში და შვილის ნაცვლად ტყვედ ჩაბარდეს.

“ვიცი, რომ თავად უნდა ამოვიყვანო შვილი ამ ჯოჯოხეთიდან. დამიჯერე, მე მას ჯოჯოხეთშიც წავყვები, თუ საჭირო იქნება. დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან. არა იმიტომ, რომ უკრაინის ტერიტორია გავიყოთ, ეს ის საკითხი არ არის რაც მაღელვებს. მინდა შვილის ბედზე შევთანხმდეთ. მზად ვარ მის ნაცვლად ჩაგბარდე…თუ ჩემთან შეხვედრას საჭიროდ ჩათვლი, დონეცკში ჩამოვალ”, მიმართავს ტყვედ ჩავარდნილი ჯარისკაცის მამა ზახარჩენკოს.news.ge

2. პოროშენკომ ბრძანება გასცა: კბილები ჩაუმტვრიეთ მტერს!

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Joinfo.ua პრეზიდენტის პრეს-მდივნის სვიატოსლავ ცეგოლკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

“თუ მტერს არ სურს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს დაემორჩილოს, მაშინ ჩვენ მათ კბილებში მოვცხებთ”,- წერს ცეგოლკო საკუთარ twitter-ზე.

ცეგოლკოს ინფორმაციით  სახელმიფოს მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის არმია ფრონტის ყველა ხაზს იკავებს და დღევანდელი დღის მონაცემებით მოწინააღმდეგის რამოდენიმე ტანკი განადგურებულია. უფრო ადრე გაჩნდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ დღევანდელი სხდომის მსვლელობისას ძალოვანი სტრუქტურების მეთაურებთან, სახელმწიფოს მხრიდან შემუშავდება გეგმა, რომელიც დონბასში შეჭრას ითვალისწინებს.

joinfo.ua



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge