აფხაზეთის ომის მონაწილის და გორგასლის ორდენოსანი იგორ მაზურის თქმით, უკრაინელები და ქართველები მტრის წინააღმდეგ, ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ერთად იბრძვიან.
“ჩვენ ვიბრძოდით სოხუმში, ცხინვალში, დღეს კი ვიბრძვით დონეცკში და წინ კიდევ გველოდება ყირიმი და დონბასი. ჩემი ორგანიზაციის ათობით უკრაინის მოქალაქე, დაეცა ბრძოლის დროს აფხაზეთში. გია ღონღაძეს აქვს გადაღებული დოკუმენტური ფილმი, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ იბრძოდნენ უკრაინელები სოხუმში, კოდორის ხეობასა და პარტიზანულ ბრძოლებში.
ასევე დოკუმენტურ ფილმში აღბეჭდილია თუ როგორ იბრძოდნენ უკრაინელები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. დოკუმენტურ ფილმში ქართველები ამბობენ: “ჩვენ მოვალთ თქვენთან, როცა თქვენ გაგიჭირდებათ”, ისინი მოვიდნენ ერთი წლის წინ მაიდანზე, ისინი იმყოფებიან ახლაც დონეცკში. გვახსოვს ერთი თვის წინ ბრძოლაში დაღუპული ქართველი ალეკო, დღეს ვემშვიდობებით თამაზის.”
Armada.ge