სამი აზრი ერთ მკვლელობაზე

სამი აზრი ერთ მკვლელობაზე

24.01.2015

1. ნიკა რურუა: "თუ სახელმწიფო არ გამოიძიებს ვაზაგაშვილის აფეთქების საქმეს, ყველა ქუჩაში გამოვალთ..", "ერთი მაგრა დაუკაკანოთ", "ყველა ერთად დავდგეთ" - ყველა ამ შეძახილების უკან ერთი კონკრეტული მოთხოვნა დევს, რასაც ამ საქმის ობიექტურ გამოძიებასთან რეალურად კავშირი არ აქვს. კერძოდ ესაა ცუდად შენიღბული მოწოდება, რომ ხელისუფლებამ ისარგებლოს ამ საშინელი დანაშაულის ფაქტით და რამენაირად გაანადგუროს პოლიტიკური ოპოზიცია და ნაციონალური მოძრაობა, მიუხედავად იმისა, რომ ამ დანაშაულთან მათ არაფერი საერთო არ გააჩნიათ.
ეს, ბუნებრივია, რასაც მოიტანს.
რუსებსაც სწორედ ეს უნდათ - არეულობა და სამოქალაქო სისხლისღვრა. რაღაცნაირად, ექსრემისტ-რადიკალების და პუტინის ინტერესები სულ უფრო ღიად ემთხვევა ერთმანეთს.
საინტერესოა, რატომ ამაზე არავინ საუბრობს. ეს სიჩუმე შესაძლოა ქვეყანას ძალიან ძვირად დაუჯდეს.

2. ზურა ხაჩიძე, (იური ვაზაგაშვილის მეგობარი): ვერ ვიძინებ თქცენი დედა მოვტყან! არასდროს არ დამიწერია სულ ვერიდები, მაგრამ ეს რა ჩაიდინეთ თქვე ფარჩაკებოოო!!! მოდით აბა აქ ვარ მე მომკალით შემდეგი მე ვარ თქვენი დედა შევეცი შვილის საფლავზე ვინ გასწავლათ თქვენი დამკვეთის დედას მე შევეციიიიი!!! ფარჩაკებოოოო!!!

3. გია ნოდია: იური ვაზაგაშვილის მკვლელობის მიზეზებზე მარჩიელობა არის სისულელე. ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ერთადერთმა ამ შემთხვევაში სწორმა ფრაზამ: „გამოძიებას დაველოდოთო“ - აზრი დაკარგა, იმიტომ რომ ამათი გამოძიებული და გახსნილი ჯერ არაფერი გვინახავს. ერთადერთი, რაც გახმაურებული საქმეების გამოძიებისას ამოძრავებთ, პოლიტიკური ინტერესია, მაგრამ ესეც არ არის ხოლმე საკმარისი საქმის ბოლომდე მისაყვანად.

თუ მაინცდამაინც პოლიტიკური მოტივი გინდა, ყველაზე ლოგიკურია „ოცნების“ დადანაშაულება: ლარის ვარდნის ფონზე, ისევ „სისხლიანი ნაცების“ თემის აქტუალიზაცია უნდათ. მაგრამ ამის გულისთვის ის კაცი მოკლესო, ძალიან გამიჭირდება ამის თქმაც. თანაც, მისი მკვლელი კონკრეტული „ნაცი“ თუ ვერ იპოვეს, საბოლოოდ მათ წინააღმდეგ იმუშავებს. ასე რომ არც ეს მგონია კარგი ვერსია. თუმცა, ამ ფონზე რომ „ნაცების“ გინება გააქტუალურდა, ეს მაინც უხარიათ. და ბუნდოვან და იდიოტურ მინიშნებებს მაინც აკეთებენ: „მკვლელობა შურისძიების მიზნით უნდა იყოს ჩადენილი“ (თეა წულუკიანი). აბა, ხალხნო, დაფიქრდით, ვინ იყო ვაზაგაშვილზე გაბრაზებული?

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge