პატრიარქი ფილარეტი უკრაინისთვის მებრძოლ ყველა ქართველს დააჯილდოვებს

პატრიარქი ფილარეტი უკრაინისთვის მებრძოლ ყველა ქართველს დააჯილდოვებს

26.01.2015

უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი

 დამიკავშირდნენ კიევის საპატრიარქოდან და  მითხრეს, რომ უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა გამოთქვა სურვილი ლეგიონის მებრძოლები დაეჯილდოვებინა ორდენებით, ძალიან გამიხარდა.  უდიდესი პატივია ასეთი ადამიანის ხელიდან ჯილდოს მიღება.  საპატრიარქოს წარმომადგენელს ვთხოვე, არა მხოლოდ ლეგიონის მებრძოლები, არამედ ყველა ქართველი, ვინც დღეს უკრაინას იცავს საკუთარი სიცოცხლის ფასად თუ უკრაინულ ჯარის გაწვრთნაში ეხმარება დააჯილდოვონ, რაზეც უწმინდესმა დადებითი პასუხი მომცა.  უკრაინის პატრიარქის ჯილდო ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოა უკრაინაში. სხვადასხვა ადგილას მებრძოლ ქართველების ჯგუფებს ვთხოვე, ღირსეული ბიჭების სიები გადმომცენ დასაჯილდოვებლად. ამ დღეებში ჩაივლის დაჯილდოვების ცერემონიალი. დიდება საქართველოს შვილებს!  შეიძლება, არცერთი მათგანი ცოცხალი არ დაბრუნდეს,  მაგრამ მერწმუნეთ, ბევრის სახელი თაობებს ემახსოვრება უკრაინაში! ყოველი წვეთი მათი დაღვრილი სისხლი ათასობით უკრაინელს იხმობს საქართველოს დასაცავად, თუკი ეს ჩვენს ქვეყანას დასჭირდება!



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge