ტყვეობა თუ ქართველი მზეთუნახავის მეთოდი?!

ტყვეობა თუ ქართველი მზეთუნახავის მეთოდი?!

26.01.2015

ნანა ჯანაშია

ქართველი ერისმთავრების, იოანესა და ჯუანშერის დამ, ხაზართა ხაკანს სიყვარულზე უარი როცა განუცხადა, გაწბილებულმა ხაკანმა ის ციხე ააღებინა, რომელშიც ქართველი მზეთუნახავი ძმებთან ერთად იმყოფებოდა. როცა დატყვევებულები ხაზარეთის გზას გაუყენეს, მზეთუნახავმა ბეჭდის თვლის ქვეშ დამალული საწამლავით თავი მოიკლა. ეს იმიტომ გააკეთა, რომ მისთვის ძალადობა ზნეობრივად მიუღებელი იყო. ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანს, რომელიც მტერს მისი წამებით გამოწვეულ სიამოვნებას არ მიანიჭებს და ზემოთხსენებული მზეთუნახავის მეთოდს გამოიყენებს... ომში მყოფმა ქვეყანამაც უნდა იფიქროს ამაზე და ტყვედ ჩავარდნის შემთხვევაში თავისი მოქალაქე ამმხრივაც უნდა  ჰყავდეს "აღჭურვილი!"

ეს ძველი  ამბავი იმიტომ გავიხსენე, რომ ვნახე ვიდეო, სადაც ვითომ ქართველი “გივი ” ტყვედ ჩავარდნილ უკრაინელ ჯარისკაცებს შეურაცხყოფას აყენებს. ჯერ ერთი,  ეს ადამიანი ქართველი არ არის!  მან ერთ-ერთ ინტერვიუში თავად განაცხადა, რომ ქართველი არაა. ეს სახელი კი იმ გივის საპატივცემლოდ დაირქვა, რომელიც ოდესღაც თბილისში ცხოვრობდა და მის ოჯახს შორეულ ნათესავად ერგებოდა. ეტყობა, ძალიან არ უყვარდა ამ გივის ის გივი...

ქვემოთ მოცემული ვიდეო  დონეცკელი სეპარატისტების  ერთმორწმუნე ტყვეებთან დამოკიდებულების თვალსაჩინო მაგალითია და ის უკრაინულმა მხარემ დადო Youtobe-ზე:

ახლა გთავაზობთ ამ ვიდეოს რუსულ ვარიანტს:



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge