რატომ არ უნდა რეკავდეს მამიანი კაცი პატრულში?!

რატომ არ უნდა რეკავდეს მამიანი კაცი პატრულში?!

27.01.2015

ნანა ჯანაშია

“მიუხედავად იმისა, რომ მამასთან ცხოვრება მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ უმამოდ გაზრდილი ბავშვები აუცილებლად უბედურები იქნებიან. ბავშვის აღზრდაში მნიშვნელოვანია დედისა და სხვა აღმზრდელების როლი. ბავშვი, რომლიც მამით ობოლია, ან ჰყავს მამა რომელიც ცალკე ცხოვრობს,  მეცნიერების აზრით კარგად ვითარდება როგორც ინტელექტუალური, ასევე ემოციური თვალსაზრისით...” (Canadian Journal of Behavioural Science).

კანადელი მეცნიერების აზრით, პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს მამასა და შვილებს შორის კონტაქტის გაძლიერებისაკენ. ”წახალისებების სპეციალური პროგრამა, როგორიცაა მაგ. შვებულება ბავშვების მოვლისათვის მამებისათვის ან სპეციალური კლასები მამაკაცებისათვის, სადაც მათ ყურადღებას მიაპყრობენ მამის როლზე ბავშვის ცხოვრებაში, ხელს შუწყობს ბავშვების ჰარმონიულ განვითარებას ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდში და ა.შ.

P.S. მოკლედ, საკითხის ირგვლივ: „მამის როლი  შვილის აღზრდაში“ არაერთი ცნობილი მეცნიერის კვლევას გადავავლე თვალი, მაგრამ,  არსად არაფერი ეწერა იმაზე, რომ  მამის გაზრდილმა შვილმა პატრულში აღარ უნდა დარეკოს!

ქვემოთ მოცემული ვიდეო მამობრივ სიყვარულზეა... ეს მამა დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქეა და არასოდეს ეტყვის  თავის გოგონას დარღვევა-დანაშაულზე  თვალი დახუჭოს და არ დარეკოს პოლიციაში.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge