როდის ბრაზდება ბანანი?!

როდის ბრაზდება ბანანი?!

29.01.2015

ვგიჟდები ბანანზე. დღეს კი მასზე ისეთი რამ გავიგე, რაც ადრე არ ვიცოდი... არ დაგზარდებით და თქვენც გაგიზიარებთ:  

ბანანი რომ ტროპიკული ხილია, ეს ნამდვილად ვიცოდი, მაგრამ მაცივარში რომ არ უნდა შევინახო - ეს არ! სიცივე არ ჰყვარებია მას და მაცივრის ნაცვლად მშარ კარადაში სდომებია ჩვენი ლოდინი... ძალიან „ბრაზდება“  თურმე, როცა მას  ყვითელკანიანობისას ვახლებთ ხელს!  ეს მისი ახალგაზრდობაა და უნდა ვაცალოთ  მანამ, სანამ არ მობერდება. ანუ, სანამ არ დარბილდება და კანი ოდნავ მაინც არ  გაუყავისფრდება. ეს მისი ბალზაკის ასაკია და მხოლოდ მაშინ  არის  გემრიელი. გადამწიფებულ ანუ ყავისფერ ბანანს ორგანიზმი უფრო ადვილად ითვისებს, ვიდრე ახალსა და ყვითელკანიანს. მწიფე ბანანში უმწიფარზე მეტი ვიტამინი და მიკროელემენტი ყოფილა.  ბანანში შემავალი რთული ნახშირწყლები და შაქარი მხოლოდ რბილ, მწიფე მდგომარეობაში გარდაიქმნება თურმე  მარტივ საქაროზად და ჩვენი ორგანიზმიც მას უფრო ადვილად ღებულობს. მოკლედ, არ უნდა გადავაგდოთ ბანანი მუქი კანის გამო. ამით ვავნებთ „ჯერ ხორცსა და მერმე ფულსა“.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge