64:8 ქართველი "ბორჯღალოსნების" სასარგებლოდ

64:8 ქართველი "ბორჯღალოსნების" სასარგებლოდ

08.02.2015

რაგბის "ევროპის ჩემპიონატის" პირველი შეხვედრა, რომელიც 7 თებერვალს, გერმანიის ქალაქ ჰოიზენშტამში გაიმართა და  თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყო,  საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების  გამარჯვებით დამთავრდა. გერმანიის ეროვნული გუნდი ანგარიშით 64:8 დაამარცხა. "ბორჯღალოსნებს" ამ მატჩში შალვა სუთიაშვილმა  უკაპიტნა.
საქართველოს ნაკრები "რაგბი ევროპის ჩემპოინატის" მეორე ტურის შეხვედრას 14 თებერვალს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, პორტუგალიის ეროვნულ გუნდან გამართავს.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge