საქართველოში დნმ-პროფილების მონაცემთა ბაზა არ არსებობს

საქართველოში დნმ-პროფილების მონაცემთა ბაზა არ არსებობს

10.02.2015

შოთა უტიაშვილი

 1.პროკურატურა ამბობს, რომ სოსანაშვილის წინააღმდეგ ორი მტკიცებულება აქვს, ანძაზე გასული ზარი და დნმ-ის ანალიზი. საქართველოში დნმ-ის ანალიზი კეთდება, თუმცა დნმ-პროფილების მონაცემთა ბაზა არ არსებობს. ეს იმას ნიშნავს, რომ დანაშაულის ადგილიდან აღებული დნმ რომც გქონდეს, თუ სავარაუდო ეჭვმიტანილი არა გყავს, მას ბევრი ვერაფერში გამოიყენებ. პროკურატურის განცხადებებიდან ჩანს, რომ მათ შემთხვევის ადგილთან ახლოს მყოფ ანძებზე გასული ზარები ამოიღეს და ამის მიხედვით დაადგინეს სავარაუდო ეჭვმიტანილი. საგულისხმოა, რომ ზარებით თუ შეაფასებ, ოცნებისათვის სოსანაშვილი იდეალური ეჭვმიტანილია, რადგან ძველი პოლიციელია, სასაფლაოზე იყო და რაც მთავარია, "თვით ფირცხალავასთან" ფიქსირდება მისი სატელეფონო ზარი. მას შემდეგ, რაც იდეალური ეჭვმიტანილი აღმოაჩინეს, შეიძლება მომხდარიყო ორიდან ერთი რამ: მოიპოვეს მისი დნმ, შეადარეს შემთხვევის ადგილიდან ამოღებულს, დაემთხვა და საქმე რეალურად გაიხსნა, ან მოიპოვეს სოსანაშვილის დნმ და ის ჩადეს შემთხვევის ადგილზე (ესეც უმარტივესი გასაკეთებელია). თუ ვინმეს ჰგონია, რომ ოცნება სრულიად უდანაშაულო ადამიანს ასეთ მძიმე და რეზონანსულ დანაშაულს ვერ დააბრალებდა, შეუძლია ჩოკუტაევი გაიხსენოს. ასე რომ, ჯერჯერობით შანსები 50/50-ზეა. გამოძიებას კი ბევრად მეტი მტკიცებულების წარმოდგენა მოუწევს, რომ თავის ვერსიაში დამაჯეროს.

ნიკა რურუა

2.ისე, ამ სოსანაშვილს, ყველა - სააგენტოებიდან დაწყებული და პროკურატურით დამთავრებული - "მკვლელად" რომ იხსენიებს, და არა ეჭვმიტანილად, ეს რას ნიშნავს - რომ სასამართლო პროცესი სრული ფიქციაა, ხომ?! ანუ, დამნაშავის ვერდიქტი უკვე გამოტანილია?!

ხვდებით ხომ ალბათ, რა შეუძლია ამის მერე უყონ ნებისმიერ თქვენგანს სახელწიფოს ჩინოვნიკებმა, თუ დაჭირდათ რამეში?!

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge