ჯოკია ბოდოკია

ჯოკია ბოდოკია

12.02.2015

დღევანდელი დღის მთავარი გმირი ქვეყნის ორ უმნიშვნელოვანეს უწყებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიაში მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკია ბოდოკია გახლდათ. 

დავით ნარმანიას კადრი შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსმა ჯოკია ბოდოკიამ ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მშნებებლობის პროცესში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10 %, 180 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 50 000 აშშ დოლარი.

ჯოკია ბოდოკიას სადეკლარაციო წარსული იმაზე უფრო საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

ედუარდ შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკის დედა, რომელიც პროფესიით პედაგოგია, საკმაოდ მდიდარი ქალბატონი აღმოჩნდა რამდენი ასეულ ათასიანი ბინით და 40 000 იანი სასადილოთი.

2003 წელს შევსებული დეკლარაცია, მაშინ როდესაც თავად ჯოკია ბოდოკია ფინანსთა სამინისტროს საფინანსო სამსახურის უფროსი იყო, ასე გამოიყურება:

 ბოდოკია მანონი, ბოდოკია ჯოკია -  135 000 ლარი. ბინა, თბილისში, შროშის ქუჩა №1

ბოდოკია მანონი -  350 000 ლარი, სახლი წყნეთში.

ბოდოკია მანონი ავტომობილი გაზ - 2107 3300 ლარ

ბოდოკია მანონი, ბოდოკია ჯოკია -  ავეჯი: 40 000 ლარი სასადილო, საძინებელი 10 000 ლარი,

ჯოკია ბოდოკია - საძინებელი 7 000;

ბული - 9000 ლარი,

როიალი - 11 000 ლარი,

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, ბოდოკია მანონი საქართველოს მოსწვალე ახალგაზრდობის რესპუბლიკური სახლის პედაგოგი გახლდათ.

მანონი ბოდოკიას 2003 წელს გასხვისებული აქვს თავისი კუთვნილი ყელსაბამი ოქროსი ძვირფასი თვლებით 11 000 ლარად რუსეთში. via: ipress.ge

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge