ტელეკომპანია ტაბულას გადაცემა თეორემაში სტუმრად მყოფმა ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას ძმამ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგლა ჟვანიამ, გადაცემის ავტორის კითხვას, მიაჩნია თუ არა მას ჰომოსექსუალობა სიბინძურედ, უპასუხა - "დიახ".
გადაცემის ავტორის შემდეგ კითხვას, თუ ის ჰიპოთეტურად დაუშვებდა, რომ ჰყავდა ჰომოსექსუალი ძმა, ჩათვლიდა თუ არა მას ბინძურად, ჟვანიამ უპასუხა - "კი. ეს იქნებოდა ჩვენი ოჯახის უბედურება, მაგრამ ამას ადგილი არ აქვს"
ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი