სკოლებში შემოსაღებია "კრიტიკული აზროვნების" სრული კურსი

სკოლებში შემოსაღებია "კრიტიკული აზროვნების" სრული კურსი

14.02.2015

ნიკა რურუა

საშუალო სკოლებში დაუყოვნებლივ შემოსაღებია ე.წ. "კრიტიკული აზროვნების" სრული კურსი, რომელიც სავალდებულო იქნება ყველა საჯარო თუ კერძო სკოლისათვის.

ეს დისციპლინა ყველა თავისუფალ ქვეყანაში ისწავლება, რადგანაც ანალიტიკურად აზროვნების უნარი დემოკრატიული მმართველობის სისტემისთვის აბსოლუტურ sine qua non-ს წარმოადგენს.

კრიტიკული აზროვნება აყალიბებს ელემენტარული ლოგიკური მსჯელობისა და რაციონალური მოქმედების უნარს მოქალაქეებში, რაც მათ ეხმარება არა მარტო ყოველდღიურ ცხოვრებაში, არამედ იმაშიც, რომ ქვეყნისთვისა და საერთო კეთილდღეობისათვის გადამწყვეტ მომენტებში მათ სწორი არჩევანის კეთება შეძლონ.

ამდენად, მოსახლეობაში კრიტიკული აზროვნების უნარზეა დამოკიდებული ქვეყნის კეთილდღეობისა თუ წინსვლის პერსპექტივა.

კრიტიკული აზროვნების არსებობა პირდაპირ კავშირშია ქვეყნის უსაფრთხოებასთანაც, რადგანაც ამ უნარების ქონა-არქონა ადგენს ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერთა ვინაობასა და ხარისხს.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge