1.უკრაინის ელჩი საქართველოში ვასილ ციბენკო აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში მისვლამდე მას რუსეთიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ უკრაინა-საქართველოს შორის ურთიერთობები გაფუჭდებოდა.
როგორც ციბენკომ ჟურნალისტებს განუმარტა, მან ზარს რუსეთიდან კონკრეტული პასუხი გასცა -“ვერ ეღირსებით!”
rustavi2.com
2. “როდესაც სუვერენული ქვეყნის ელჩს იბარებ, მითუმეტეს, შენი მოკავშირის ელჩს იბარებ, მითუმეტეს, იმ მოკავშირის ელჩს იბარებ, რომელიც უკვე ერთი წელიწადია, ომშია და შენ ვერ გამონახე დრო, რომ შენი საკანონმდებლო ან აღმასრულებელი ორგანოს პირველი პირი იქ ჩასულიყო ვიზიტით, როდესაც ქვეყანას ძალიან უჭირდა, იბარებ, რომ შეკითხვები მისცე, რატომ ნიშნავს სუვერენულად არჩეული ქვეყნის პრეზიდენტი ამა თუ იმ თანამდებობაზე თავისი სურვილის მიხედვით პიროვნებას, ეს უკვე რაღაც კლინიკური იდიოტიზმის ნიშნებს ატარებს" - განაცხადა საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, საზოგადოება ივერიას დამფუძნებელმა გრიგოლ ვაშაძემ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში საგარეო უწყების მიერ უკრაინის ელჩის დაბარებაზე. ტაბულა
3. ბატონ ვასაძეს!
როგორ შეგიძლიათ განაცხადოთ ისეთი რამ, რაც სახელმწიფოს დემოკრატიულობას და საგარეო დასავლურ კურსს სრულიად ეწინააღმდეგება?!
ჩვენ, ვისაც დემოკრატიულ სახელმწიფოში გვსურს ცხოვრება, არ დავუშვებთ, რომ კონსტიტუციის დარღვევა მოხდეს, “ტრადიციების” ხარჯზე, რომელიც რეალურად დამახინჯებული მენტალობაა და არაფერი აქვს რეალურად ქართულ ტრადიციებთან და მით უმეტეს, ცალკეული პირების მოსაზრებებზე არ გვსურს, ავაგოთ საქართველოს კანონმდებლობა!
თქვენ ისიც კი თქვით, რომ კანონით უნდა აიკრძალოს კონკრეტული უმცირესობების გამოსვლა გარეთ, მაგრამ ეს რომ სრულიად არაჰუმანური, არადემოკრატიული და არადასავლურია, ამას ვერ გრძნობთ?! თუმცაღა თქვენ ხომ პროდასავლური კურსის მიმართ ანტიპათიურად ხართ განწყობილი და თითქმის არაფერი მოგწონთ ევროპის.
და ბოლოს ცოტა უხეშად, მაგრამ გარკვევით გეტყვით, რომ საქართველოსნაირი პატარა სახემწიფოები იძულებულნი არიან გლობალური პოლიტიკური წესების მიხედვით იყვნენ იმპერიების სატელიტები, ამ შემთხვევაში ჩვენ ავირჩიეთ დასავლური ორიენტაცია და ბოლომდე ამ მიმართულებით ვივლით, მირჩევნია დასავლეთის სატელიტი ვიყო, ვიდრე რუსეთის მონა!
გიორგი ქათამაძე (Tzona)
4. ანა ჩართოლანი, მესტია
ღია წერილი მიხეილ სააკაშვილს
ბ.ნ. მიხეილ, ბოლო 2 დღეა ამეკვიატა ერთი და იგივე აზრი და არ შემიძლია არ დავწერო. არ ფიქრობთ, რომ ჯობდა საერთოდ არ მოსულიყავით? არ გავიგებდით რა გემო აქვს დენის წყაროს და მასზე შეერთებულ მაცივარს, ტელევიზორს, სარეცხ მანქანას და ა.შ. ქემაინც შეგუებულები ვიყავით იმას, რომ მესტია-ზუგდიდის გზებზე ამობრუნებული ჯიბეებით, ლიდებით და თავმოყვარეობით რომ დავდიოდით. ჩვენ ხომ სისხლში გვქონდა უკვე გამჯდარი სულში ჩაფურთხება, ხმის ამოღების სურვილიც კი არავის ჰქონდა. 2 ტომარა კარტოფილს თუ წაიღებდი სამეგრელოში გასაყიდად, ერთი უეჭველი რუსებისთვის უნდა დაგეტოვებინა, თან უკანა გზაზე სიგარეტიც უნდა ამოგეტანა და მეორეს სანაცვლოდ სამჯერ დაგაყაჩაღებდნენ. სხეული თუ მთელი შეგრჩებოდა, სამაგიეროდ ყურებიდან გგლეჯდნენ საყურეებს და ბეჭდებს თითებიანად გატოვებინებდნენ. აღარაფერს ვამბობ გზაზე, 3 თვე დარეტიანებული ვიწექით მგზავრობის შემდეგ. და ზურულდი? კანატკა კიარა ბეჩოს თუ გაცდებოდი, ბედნიერი იყავი უკვე. რა “მცირედი” გვაკმაყოფილებდა, შედარება თუ შეგიძლიათ. რას გვერჩოდით? რად გვინდოდა ამ ყველაფრის ამ მოკლე დროში მოგვარება? მშვენივრად გრძნობდა თავს ჩვენი ღირსშესანიშნავიდა თითით საჩვენებელი “საზოგადოება” თავის ამყაყებულ ტყლაპოში. გთხოვთ, უმოკლეს ვადაში გაეცნოთ ჩემს განცხადებას და დაგვაბრუნოთ ქვის ხანაში, რათა აღდგეს ბედნიერ სახეთა გამომეტყველება.
ბედნიერი happy
P.S. ეს წერილი კობა სუბელიანმა გაავრცელა საკუთარ FB გვერდზე.
5. რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზურაბ ჟვანის საქმეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის გარდაცვალება უბედური შემთხვევა იყო.
"ჟვანიას საქმე ყველა რუსი ოლიგარქის საყვარელი საქმე იყო. ჯერ პატარკაციშვილმა შემოაგდო ეს თემა. საქმე არ არსებობს. ეს იყო უბედური შემთხვევა, რომელიც დაემართა ჩემს ერთ-ერთ ყველაზე ახლო მეგობარს, ზურაბ ჟვანიას" განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილმა ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების შესახებ FBI-ს დასკნვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრალდებები, თითქოს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ სააკაშვილის სურვილის მიხედვით დაწერა ანგარიში, უსაფუძვლოა.
მიხეილ სააკაშვილი: "პრეზიდენტი კლინტონის იმპიჩმენტი მოახდინა კონგრესმა FBI-ს დასკნაზე დაფუძნებით. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ აიღო პრეზიდენტის დნმ-ის სინჯები ცნობილი ქალბატონის კაბიდან, დადო დასკვნა, რომ კლინტონი იტყუებოდა და ამერიკის კონგრესმა გამოიტანა გადაწყეტილება, რომ კლინტონი უნდა გადამდგარიყო. როგორ ფიქრობთ, FBI-მ კლინტონი, მათი მოქმედი პრეზიდენტი, უფროსი გადააყენა, რაც შემდეგ სასამართლომ არ დააკმაყოფილა და სააკაშვილს გაუწია ანგარიში და ის დაწერა რაც მე მინდოდა?"via:tabula