ნეპოტიზმი არის მეგობრებისა და ნათესავებისათვის განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭება მათი დამსახურებისდა მიუხედავად. სიტყვა ნეპოტიზმი მომდინარეობს ლათინური სიტყვის "ნეპოს"-გან, რაც დისშვილს/ძმისშვილს ან შვილიშვილს ნიშნავს.
ნეპოტიზმმა სახელწოდება შუა საუკუნეების ეკლესიური გამოცდილებიდან შეიძინა, როდესაც კათოლიკური პაპები და ეპისკოპოსები, რომელთაც უბიწოების აღთქმა ჰქონდათ დადებული და თავიანთი შვილები არ ჰყავდათ, დისშვილებს/ძმისშვილებს ისეთ პრივილეგირებულ თანამდებობეს აძლევდნენ, რომლებიც ჩვეულებრივ მამიდან შვილზე გადადიოდა ხოლმე. ზემოთ ხსენებული ნათესავები ხშირად პაპების არალეგიტიმური შვილები იყვნენ, სწორედ ამიტომ ზოგიერთ ძველ განმარტებით ლექსიკონში "დისშვილი/ძმისშვილი" განმარტებულია, როგორც სასულიერო პირების უკანონო შვილი. ზოგიერთმა პაპმა ასეთ "ნათესავს" პოზიცია კარდინალამდე აუმაღლა და ხშირად ასეთი ქმედებები პაპის "დინასტიის" გაგრძელებას ნიშნავდა. ნეპოტოზმის ასეთი ქმედებები 1692 წელს აიკრძალა პაპ ინოკენტ XII–ის მიერ. გამონაკლისად დაიშვა მხოლოდ კვალიფიციური ნათესავების დანიშნვა წამყვან თანამდებობებზე.
ნეპოტიზმი დამახასიათებელია პოლიტიკისთვისაც, როდესაც ხდება ნათესავების დანიშნვა თანამდებობებზე არასაკმარისი კვალიფიკაციის შემთხვევაშიც კი
.
ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი