როდის გარეცხავს უთო სარეცხს?!

როდის გარეცხავს უთო სარეცხს?!

20.02.2015

 მსოფლიოში ცნობილი ქართველი  დიზაინერის ზვიად ციკოლიას დიზაინითაა შექმნილი ქართული ავიაკომპანიების თვითმფრინავების სალონები, პეჟოს ორი მოდელი - პეჟო 1007-ის ექსტერიერი, და პეჟო 307-ის ინტერიერი,  გაზის გამათბობელი, “ბუგატი”, “რუსო-ბალტიკი”, ჯავშანმანქანა “დიდგორი”  და არამხოლოდ ეს. მისი შემოქმედების სფერო გაცილებით ფართოა და ბევრ რამეს მოიცავს, კერძოდ კი: საკვები პროდუქტების შეფუთვას, ალკოჰოლური სასმელების ბოთლების, ავეჯის, უნიფორმის, საათების, ველოსიპედის  და ა.შ. დიზაინს. „ვილა დ' ესტე“-ს მანქანის მოდელების ყველაზე პრესტიჟულ  გამოფენაზე, 130 დიზაინერის ნამუშევარი იყო გამოფენილი, გამარჯვება კი  ციკოლიას დიზაინით შექმნილმა მილიონნახევრიანმა BUGATTI-ს ახალმა მოდელმა მოიპოვა. ის გახლავთ ქართული სამხედრო პროდუქციის დიზაინერიც. მიაჩნია, რომ ქართული სამხედრო წარმოება პირადად ბაჩო ახალაიას და რეზო ჭარბაძის ინიციატივაა. ძირითადად საზღვარგარეთ მოღვაწეობს. საქართველოში ყოფნისას კი სტუდენტებისთვის სამრეწველო დიზაინის თემაზე საჯარო ლექციებს მართვს.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge