ახალგორელ, გალელ და თბილისელ გოგონებს ელჩმა ნორლანდმა უმასპინძლა

ახალგორელ, გალელ და თბილისელ გოგონებს ელჩმა ნორლანდმა უმასპინძლა

24.02.2015

მშვიდობის შენებაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე სასაუბროდ და აშშ-ში საგანმანათლებლო შესაძლებლობების გასაცნობად 20 თებერვალს საელჩომ ახალგორელ, გალელ და თბილისელ გოგონებს უმასპინძლა. სტუმრებს ელჩი ნორლანდი შეეგება და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საკითხში აშშ-ის ძალისხმევაზე ესაუბრა. ქალთა ლიდერებად დამკვიდრების შესახებ გოგონებს საკუთარი შეხედულებები საელჩოს თანამშრომლებმა ტრეისი ნეველმა და გაბრიელ ქოვენმაც გაუზიარეს. შეხვედრა ჰელფინგ ჰენდ (Helping Hand)-ისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შედგა. (ამერიკის საელჩო საქართველოში)



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge