მართალია, სახუმაროდ არ გვაქვს საქმე, მაგრამ ხომ არ დავიხოცებით დარდში, შევძახოთ ჩვენს ლარიკოს( მოფერებით), ეგებ გამხნევდეს და რამე ეშველოს მაგასაც და ჩვენც…
ლარიკო, ჩემო ლარიკო,
დოლარმა, ნახე, რა გიყო?!
ჩამოვჯდეთ, გამოვიტიროთ,
მოდი, დარდები გავიყოთ.
ეკომონიკას დანდობა,
არა სცოდნია, გავიგოთ,
განა, ასეთი რა მოხდა,
განა, ასეთი რა იყო?
იცოდე, უნდა დაგვინდო,
ძალიან მინდა გაგვიგო,
გემუდარები, ძამიკო,
ეგებ, ცოტათი დაიკლო.
ბელა ალანია