თავდაცვის აკადემიის ყოფილი რექტორი ანდრო ბარნოვის განცხადებით, “სამხედრო სასწავლებელი განადგურების პირასაა”. ამის შესახებ მან 25 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და იქვე დასძინა, რომ „აღნიშნული პროცესი ჯერ კიდევ თავდაცვის ექს–მინისტრ ირაკლი ალასანიას დროს დაიწყო და დღემდე გრძელდება“.
„სწავლის ხარისხი კატასტროფულად დავარდნილია, სამხედრო წვრთნები პრაქტიკულად განახევრებულია. საგანგაში მდგომარეობაა კვების, საყოფაცხოვრებო პირობების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. გადადიან რუსული ტიპის შეიარაღებაზე, რაც ასევე საგანგაშოა. შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებაა მომავალ ოფიცრებთან“,– განაცხადა ბარნოვმა.http://www.frontnews.ge