სამი აზრი ერთ გაუფასურებულ ლარზე

სამი აზრი ერთ გაუფასურებულ ლარზე

27.02.2015

1. გია ნოდია: ფაქტობრივად, ივანიშვილმა ხაზი გადაუსვა ყველაფერს, რასაც მანამდე ის და მისი მთავრობა ამბობდნენ ლარზე: ჯერ რომ ჯანსაღადაა ლარი, მერე - რომ გარე მიზეზების ბრალია, რომ ვიღაც ცუდი ხალხი აზვიადებს ამ თემას თორემ დიდი არაფერი არ ხდებაო. ახლა უცებ დაირტყა შუბლზე ხელი: მიშას დანიშნული ქადაგიძე აგერ არ მყავს, არ ჯობია, მაგას დავაბრალოო?

2. ფადი ასლი:  “ ყურადღებით მისმინეთ: ბიძინა ივანიშვილი პირადად არის პასუხისმგებელი ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ კრიზისზე და არავინ სხვა! მან აირჩია ხელისუფლების თითოეული წევრი და ყოველი მათგანი მის ინსტრუქციას მიჰყვება, მის სურვილებსა და ხედვას. ხელისუფლებამ ორი წლის მანძილზე მიიღო ბიზნესისთვის შემაფერხებელი კანონები და პოპულისტური პროგრამა ბიძინა ივანიშვილის ხედვით და ბიუჯეტის ფული გაანიავეს სტერილურ სოციალურ და აგრარულ პროგრამებსა და სხვა სისულელეებზე. ბიზნესსაზოგადოებამ ათჯერ გააფრთხილა ხელისუფლება არასწორი პოლიტიკის საფრთხეებზე, რათა არ გაეტარებინათ ის. მიმდინარე კრიზისის ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის გადაბრალება, რომელიც ნამდვილი პროფესიონალია, არის საცოდაობა და მიუთითებს ხელმძღვანელობის არაკომპეტენტურობაზე. პირველი, რაც ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, არის ის, რომ აღიაროს თავისი შეცდომები და მოაგვაროს. იმის ნაცვლად, რომ მესამე მხარე დაადანაშაულოს. საცოდაობაა!!!!! ”(tabula)

3. ბელა ალანია

ლარიკო, ჩემო ლარიკო, 
დოლარმა, ნახე, რა გიყო?! 
ჩამოვჯდეთ, გამოვიტიროთ, 
მოდი, დარდები გავიყოთ. 
ეკომონიკას დანდობა, 
არა სცოდნია, გავიგოთ,
განა, ასეთი რა მოხდა, 
განა, ასეთი რა იყო? 
იცოდე, უნდა დაგვინდო, 
ძალიან მინდა გაგვიგო, 
გემუდარები, ძამიკო,
ეგებ, ცოტათი დაიკლო.
 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge