ბაფთიანი სიხარული ცხოვრების მიწურულს

ბაფთიანი სიხარული ცხოვრების მიწურულს

04.03.2015

ნანა ჯანაშია

87 წლის მარტოხელა გუმათელ ჟენია ჯიშკარიანს წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა საცხოვრებელი სახლი აუშენა და ვაგონიდან კაპიტალურ სახლში გადაიყვანა.ახალი სახლი  4 თვეში აშენდა,  მისმა ღირებულებამ კი 18 ათასი ლარი შეადგინა. ახალი სახლი სოფელ გუმათში, იმერეთის გუბერნატორმა  და წყალტუბოს გამგებელმა  საზეიმოდ გახსნეს. მათ  მარტოხელა მოხუცს საჩუქრებიც  გადასცეს. ინფორმაცია და ფოტომასალა ამ ფაქტის შესახებ პირველმა ipress.ge-იმ გაავრცელა და იმ დროიდან ,ანუ 2015 წლის 28 თებერვლიდან მოყოლებული,  ჩვენი რედაქციის თანამშრომლებს მათი  ნაცნობი მოხუცები   წყალტუბოში,  ქალბატონი ჟენიას ყოფილ ვაგონში გადაყვეანას სთხოვენ, მერე კი იქაური გამგებლის სახელზე განცხადების დაწერას.  რადგან მათი რიცხვი ძალიან დიდია, თავსატეხი გაგვიჩნდა და აღარ ვიცით როგორ მოვიქცეთ... თან, გუმათელი ქალბატონის დარად, ესენი მხოლოდ სახლს  არ ჯერდებიან, მომვლელსაც ითხოვენ. ამბობენ, რომ სახელმწიფომ საზღვარგარეთიდან უნდა ჩამოიყვანოს მოხუცის მოვლაში გამოცდილებამიღებული საქართველოს მოქალაქეები და ევროპა-ამერიკის მსგავსი ხელფასები გადაუხადოს მათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, "სრულიად საქართველოს სოციალურად დაუცველ მოხუცთა კავშირის" შექმნით  და აქციების მოწყობებით იმუქრებიან.

დაბოლოს

მოხუცთა ერთ ნაწილს ბაფთა წითელი ფერის უნდა, მეორეს კი  ცისფერი. გვესმის, რომ ეს უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ მაინც გასათვალისწინებელი.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge