ქართულ პოლიტიკას ქალების ხედვა აკლია

ქართულ პოლიტიკას ქალების ხედვა აკლია

06.03.2015

8 მარტის მსვლელობა ქალების უფლებებისთვის 15:00-ზე, საქართველოს 25 ქალაქში!

ჩვენ ვართ საქართველოს მოსახლეობის 53%, მაგრამ პარლამენტში 12%-ით ვართ წარმოდგენილი. 59 გამგებლიდან მხოლოდ ორია ქალი. ქვეყნის არც ერთი მერი და არც ერთი გუბერნატორი ქალი არ არის. დღეს საქართველოში ქალის ხმა არ ისმის. 25 წელია ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა, მაგრამ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით პროგრესისთვის არ მიგვიღწევია. ჩვენი უფლებები უწინდებურად ირღვევა. 2014 წლის ქალთა მკვლელობებმა გვიჩვენა, რომ საქართველოში ჩვენი სიცოცხლის უფლებაც კი არ არის დაცული.


დღეს ქართულ პოლიტიკას აკლია ქალების ხედვა, გამოცდილება და უნარები. პოლიტიკის სფეროში ქალების სიმბოლური, მცირე რაოდენობა, არ გვაძლევს საშუალებას სრულად გამოვავლინოთ და გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი. საზოგადოების და კაცობრიობის განვითარების პროცესში ჩვენი უნიკალური წვლილი დაკნინებული ან სრულიად დაკარგულია. ქალები იმ საკითხების გადაწყვეტაშიც კი ვერ მონაწილეობენ, რომელიც უშუალოდ და მხოლოდ მათ ეხებათ. პარლამენტი არ უზრუნველყოფს ქალების წარმომადგენლობას და შესაბამისად არ იცავს მათ ინტერესებს. საქართველოში არ გვაქვს წარმომადგენლობითი დემოკრატია. ჩვენ, ქალები, უგულებელყოფილნი ვართ პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამას აღარ შევეგუებით.

სწორედ ამიტომ, "ქალთა მოძრაობა", რვა მარტს საქართველოს ყველა დიდ ქალაქში აწყობს მსვლელობას, რომლის მიზანია ხელი შუეწყოს ქალთა პოლიტიკურ აქტიურობას საქართველოში; რომლის მიზანია მეტი ქალი მოვიდეს პოლიტიკაში;

მსვლელობა თბილისში, 8 მარტს, სამ საათზე, ვარდების მოედნიდან დაიწყება და გაგრძელდება ყოფილი პარლამენტის შენობამდე, სადაც "ქალთა მოძრაობის" წევრები წარმოგიდგენთ, თუ როგორ ვხედავთ ქალთა პოლიტიკურ გააქტიურებას.

რვა მარტის აქცია სრულდება გუდიაშვილის სკვერში, სადაც გელოდებათ გამოფენა-გაყიდვა, სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ქალების მიერ შექმნილი პროდუქტების. 


შემოგვიერთდი თბილისში, ვარდების მოედანზე, 15:00-ზე!

მხარი დაუჭირე ქალების გაძლიერებას

მხარი დაუჭირე ქალების პოლიტიკაში ჩართულობას

ჩვენ გვჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში

მიეცი ხმა ქალს!


შეუერთდი აქციას შემდეგ ქალაქებში:

1 ზუგდიდი/კინოთეატრი ატრიუმი
2 ოზურგეთი/ოზურგეთის თეატრი
3 ახალციხე/ცენტრალური სკვერი
4 წყალტუბო/კულტურის სახლი
5 ბოლნისი/კულტურის სახლი
6 ბათუმი/ერას მოედანი
7 ნინოწმინდა/კულტურის ცენტრი
8 ახალქალაქი/ცენტრალური პარკი
9 გარდაბანი/ბაზრის ცენტრალური მოედანი
10 დმანისი/მთავარი სკვერი
11 გორი/თეატრის შენობის წინ
12 ქუთაისი/მესხიშვილის თეატრი
13 თელავი/თელავის თეატრი
14 მარნეული/კულტურის სახლი
16 რუსთავი/ მერიის შენობის წინ
17 ქობულეთი/გამგეობის წინ
18 სიღნაღი/სიღნაღის ბულვარი 
19 გურჯაანი/პაპას ბაღი, იუსტიციის სახლთან
20 ბორჯომი/რუსთაველის მოედანი
21 ხაშური: დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერი
22 საგარეჯო/კულტურის სახლის წინ
23 მცხეთა/სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორია(მთავარ შესასვლელთან)
24.სოფ. დუისი-საზოგადოებრივი ცენტრი (პანკისის ხეობა)

We, women represent 53 % of the whole population, yet only 12% of us are represented in the Parliament. In the 59 villages, towns and community management units only two have appointed women as managers. None of the country’s governors or mayors is a woman. Today, in Georgia we do not hear the voice of the women. Twenty five years have passed since the country became independent from the USSR; nevertheless there is no progress in terms of women's engagement in politics. The women’s rights are violated as ever. The number of femicides in the past year of 2014 undeniably showed us that even our right to life is not protected in the modern, democratic countries.

Today, Georgian politics lack the skills, experience, perspective and one of a kind of worldview that only women can supply.

Scarcity of women’s participation in politics and their symbolical existence on certain non-decision making levels, serves as hindrance of the means to full female potential that is plausible and desirable to be utilized.
The Georgian Parliament lacks representational democracy, women’s interest is neglected and we are not willing to adjust to the system any longer.

Therefore, “Georgian Women’s Movement”-GWM is organizing a street rally on March 8th in the big cities of Georgia to facilitate women’s political participation and engagement. To bring all the women in a much needed female politics in Georgia.

The rally of March 8th will be held from the Rose Revolution Square to the former parliament building in Tbilisi. The members of the GWM will be presenting speeches of how they perceive women’s engagement and activism in politics.

The final touch to the join the street rally of March 8 will be given by the various women professionals who arranged exhibition of their own art pieces at the L. Gudiashvili square, available for purchase also.

Join us in Tbilisi at 3PM at the Roses’ revolution square.

Support and empower women of Georgia!

Support women’s participation and engagement in politics!

We need more women in Politics!

Vote for Georgian women politicians, vote for women!

Join the walk in following cities:

1. Zugdidi- the movie theater “Atryume”
2. Ozurgeti- the Ozurgeti theater
3. Akhaltsikhe- the main square
4. Tskhaltubo- the house of cultural events
5. Bolnisi- the house of cultural events
6. Batumi- the Era square
7. Ninotsminda- the main cultural event’s hall
8. Akhalqalaqi- the central park
9. Gardabani- the main square of the market place
10. Dmanisi- the main square
11. Gori- in front of the theater building
12. Kutaissi- The Meskhishvili theater
13. Telavi- the Telavi theater
14. Marneuli- the house of cultural events
15. Rustavi- The Mayor’s building
16. Kobuleti- the building of the local management
17. Signagi- The Boulvard of Signagi
18. Gurjaani- the Papa’s Garden, near the house of Justice
19. Borjomi- The Rustaveli square
20. Khashuri- D. Khiphiani square
21. Sagarejo- in front of the house of cultural events
22. Mtskheta- nearby area of the Svetitskhoveli (at main entrance)



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge