ის, ვინც გიჟდება წიგნზე "დათა თუთაშხია" და აღარ უყურებს ტელევიზორს...

ის, ვინც გიჟდება წიგნზე "დათა თუთაშხია" და აღარ უყურებს ტელევიზორს...

09.03.2015

ნიკა რურუა

სულხან-საბას განმარტებითი ლექსიკონიდან: (დეფინიცია/ტესტი)

ქოცი - ვისაც რუსეთი ფარულად უყვარს, ან არ სძულს, როგორც მინიმუმ; ვინც მისთვის უსიამოვნო რაღაცას ყოველთვის ვიღაცას აბრალებს; ვინც ბოლო ხანებში ამტკიცებს რომ აღარ უყურებს ტელევიზორს, სინამდვილეში კი უტელევიზოროდ ვერ ძლებს და რომელიც ტყუის, რომ "აწი ჩემი ფეხი აღარ იქნება არჩევნებზე", თუმცა საკუთარი კალმისტრით მზადაა არჩევნებზე წასასვლელად, თუ ქოციზმი საფრთხის ქვეშ დადგა; ვისაც სააკაშვილის მიმართ განსაკუთრებული პათოლოგიური ზიზღი გააჩნია; ვინც გიჟდება წიგნზე "დათა თუთაშხია"-ზე, ან ფილმზე მაინც; ვინც უყურებს რუსულ არხებს, ესტრადასა და სერიალებს; ვინც ამტკიცებს რომ "რა მნიშვნელობა აქვს ვინ დაგვიპყრობს"; ვინც ამტკიცებს, რომ რუსეთი და ამერიკა ორივე ერთნაირი იმპერიაა, ანუ "ერთი ნაგავია"; ვისაც სჯერა, რომ უმთავრესი ამბები ხდება მის გარშემო, ან მინიმუმ, მხოლოდ საქართველოში; ვისაც სწამს, რომ ამერიკა საქართველოზე რაღაც ცდას ატარებდა, მაგრამ არ გამოუვიდა და ჩაუვარდა, და ამაში მასაც მიუძღვის პატარა წვლილი; ვინც თვლის, რომ უცხოელების შემოშვება და მათზე "ქართული მიწის" მიყიდვა არ შეიძლება; ვისაც სჯერა, რომ "ასავალ-დასავალი", პრინციპში, სიმართლეს ავრცელებს; ვინც თვლის, რომ ჟვანია უეჭველი მოკლეს; ვინც გაკვირვებულია, რომ "ოცნების" საარჩევნო დაპირებებში "გადააგდეს"; და ბოლოს, ვისაც ძალიან მოწონს დასავლეთში წარმოებული პროდუქცია/ნივთები, ოღონდ სახელდობრ დასავლეთი არ უყვარს, სადაც დადის მხოლოდ "პაეზდკა"-ში და სამკურნალოდ, საშუალებიდან გამომდინარე.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge