ნიკა რურუა
პუტინის მოულოდნელი გარდაცვალებით არაფერი არ შეიცვლება. არ მჯერა, რომ ეს სიმართლეს შეესაბამება და პრობლემა მხოლოდ პუტინი არ არის, პრობლემა პუტინიზმია. დღესვე რომ გარდაიცვალოს, ამით რუსეთის პრობლემა არ გადაიჭრება. იქ მმართველობის მახინჯი სისტემაა და ახალი პუტინი მოაჯდება მთავრობას. შეიძლება ნაკლებად ბოროტი, ნაკლებად პირსისხლიანი და თავისუფლების ნაკლებად მოზიზღარი, მაგრამ იმის ძალიან მცირე შანსია, რომ რომელიმე ახალი მმართველი უკეთესი იქნება. რუსეთში საბჭოთასისტემის ნარჩენებია, რომელიც გათავისუფლდა სულელური მარქსისტული იდეოლოგიისგან და მხოლოდ აგრესიული, ძალაზე ორიენტირებული, დასავლეთის სისუსტეების კარგად მცოდნე და მათი გამომყენებელი მაფიოზური წარმონაქმნი შეიქმნა. ამ ყველაფერმა დღეს დასავლეთი ძალიან დაასუსტა და აგერ უკვე ათასობით ადამიანს იწირავს ყოველ დღე, თუნდაც, უკრაინაში. ამიტომ, დასავლეთი უნდა გამოფხიზლდეს და ახალი ცივი ომი დაერქმევა ამას თუ სხვა რამ, უნდა დაუპირისპირდეს და დაამარცხოს პუტინი.