სოსოს და ბესოს ამერიკელი ოფიცრები და კადეტები ჩამოყვნენ

სოსოს და ბესოს ამერიკელი ოფიცრები და კადეტები ჩამოყვნენ

13.03.2015

დღეს, ქაშვეთის ეკლესიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავტოკატასტროფის შედეგად დაღუპული სამხედრო აკადემიის კადეტების სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. სოსო მაკარიძისა და ბესო გორჯოლაძისადმი პატივის მისაგებად საქართველოს აღმასრულებელი მთავრობა,  საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და ქართული საზოგადოების  წარმომადგენლები მივიდნენ. დაღუპული კურსანტების ოჯახის წევრებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა  მიუსამძიმრა. მან დიდი მწუხარება გამოთქვა ამ შემზარავი ფაქტის გამო და  ჟურნალისტებთან საუბრისას  თქვა, რომ  „ ეს ტრაგედია ქართველი ერის ტრაგედიაა, რადგან  ქვეყანამ ორი პატრიოტი დაკარგა!“  ელჩმა ნორლანდმა აღნიშნა, რომ  საქართველო ში ჩამოვიდა ამერიკული დელეგაცია.  ამერიკელი ოფიცრები და კადეტები  ჩამოყვნენ სოსოს და ბესოს, რათა პატივი მიაგონ მათ.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge