მარტვილის დეპუტატის ნაული ჯანაშიას გარდაცვალების ფაქტს მიხეილ სააკაშვილი ასე გამოეხმაურა:
ნაული ჯანაშია იყო პარლამენტის წევრი მარტვილის მაჟორიტარული ოლქიდან. როცა 2012 წელს თითქმის ყველა მაჟორიტარმა გაქუსლა პირველ ადგილზე გასულ პარტიაში, მას ფეხი არ მოუცვლია. ახალმა მთავრობამ ვინ არ გაუგზავნა მას პოლიციით და საგადასახადოთი დაწყებული და ზოგიერთი ღვთისმსახურით დამთავრებული რათა გადაერწმუნებინათ მაგრამ ის ყოველთვის მშვიდი და ღირსეული უარით პასუხობდა. ეს იყო ძალიან კეთილშობილი, ჭკვიანი და საინტერესო ადამიანი, რომელსაც ცხოვრების მიზნად სიკეთის თესვა ჰქონდა ქცეული. მის მიერ გაკეთებული სიკეთე კიდევ ძალიან დიდხანს გაგვინათებს გზას.
Palimfsesti.ge: ჩვენი რედაქცია იზიარებს ბატონი ნაულის ოჯახის და იმ ადამინების მწუხარებას, ვისაც ამ დიდმა ქველმოქმედმა ხელი გაუმართა და ცხოვრება გაუუმჯობესა.