რომან გოცირიძე
1.ვაშინგტონში ძალიან საინტერესო შეხვედრებში მიწევს მონაწილება.
თურქულ- ამერიკული ალიანსის წლიური ფორუმია. რატომ და როგორ ვმონაწილეობ, არა აქვს არსებითი მნიშვნელობა.
ახლახან დამთავრდა ქართულ - აზერბაიჯანულ - თურქული ვიწრო ჯგუფის შეხვედრა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიის ოფისის დირექტორთან, John Mark Pommersheim-თან, ნათელი გონების ადამიანთან. ძალიან საინტერესო დისკუსია გამოვიდა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩვენზე უკეთ იციან, თუ რა ხდება რეგიონში.
სხვას არც ველოდი.
2.კურიოზული და მეტად სახალისო ამბავი მოხდა დღეს ვაშინგტონში თურქულ-ამერიკულული ფორუმის საზეიმო გახსნაზე. ოცამდე სენატორი და კონგრესმენი გამოვიდა მისასალმებელი სიტყვით. მათ შორის იყო კორეული წარმოშობის კონგრესმენი კალიფორნიიდან მაიკლ ჰონდა.
რომ გაიგო, ქართველი ვიყავი, უცბად, ვიღაცას დაუწყო დარბაში ხმამაღლა ძახილი. თურმე, მის თანაშემწეს უხმობდა. ტრიბუნასთან კორეული გარეგნობის მქონე გოგონა მიიყვანა და უთხრა: მიმართე დარბაზს ქართულ ენაზე და მოუყევი რა მაგარია საქართველო და როგორ გიყვარსო!
დაიწყო მარა რა დაიწყო! თვითონვე თარგმნიდა იქვე თავის სიტყვებს. დახოცა დარბაზი სიცილით.
თურმე, 2004-2005 წლებში, გურიის სოფელში უმუშავია, გაეროს მშვიდობის კორპუსიდან ყოფილა ბახვში წარგზავნილი. დღეს კი აშშ-ს კონგრესმენის თანაშემწეა საკანონმდებლო საკითხებში. უეცრად გაპოპულარულებულმა თანაშემწემ როცა სავიზიტო ბარათები დაარიგა, ეს ბარათები ინგლისურ და ქართულენოვანი აღმოჩნდა...
გვიან გამახსენდა, რომ უნდა ჩამეწერა... ბოლო წამები გადავიღე მხოლოდ...