დღეს ელჩი ნორლანდი „ორაკლის“ ვიცე-პრეზიდენტ იანუშ ნაკლიჩკისა და ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტ სარა უილიამსონს შეხვდა. ნაკლიჩკი „ორაკლს“ ცენტრალურ ევროპაში, რუსეთში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში წარმოადგენს. შეხვედრისას განიხილეს „ორაკლის“ დაინტერესება, გააფართოვოს ბიზნესი საქართველოში, რადგან ბოლო დროს ქვეყანამ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის საქმეში პროგრესს მიაღწია, ხოლო მთავრობამ კომპანია „მაიკროსოფტთან“ გააფორმა შეთანხმება. ნაკლიჩკიმ ქართულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, „ორაკლის აკადემიის“ დაარსების შესაძლებლობაზე ისაუბრა. აკადემია საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში წელიწადში 100-200 სტუდენტს მოამზადებს და მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით საქართველოს კადრების განვითარებაში დაეხმარება. ამერიკის სავაჭრო პალატის ახალი წევრი, „ორაკლი“ ამერიკული კომპანიაა. ის საინფორმაციო ტექნოლოგიების გლობალური ლიდერია.
Ambassador Norland met today with Mr. Janusz Naklicki, Oracle Vice President for Central Europe, Russia, Middle East, and Africa, and American Chamber of Commerce President, Sarah Williamson. They discussed Oracle's interest in expanding its business in Georgia in light of recent progress on intellectual property rights protection, including the government agreement with Microsoft. Naklicki highlighted the possibility of establishing an "Oracle Academy" in cooperation with a Georgian university that would train 100-200 IT students each year, and help develop Georgia's workforce in the Science, Technology, Engineering, and Math (STEM) fields. AmCham Georgia's newest member, Oracle is American company and global leader in the IT sector.
US Embassy Tbilisi, Georgia