ძალიან სამწუხაროა, როდესაც შენი თანამოქალაქისგან ასეთ რამეს ისმენ, თუმცა ეს კაცი მოღალატედ არაა დაბადებული, მონობაში გაზრდილს, არ აქვს არგუმენტები, უყურებს ცხოვრებას თავისი ვიწრო გადმოსახედიდან და მსჯელობს, როგორც შეუძლია.
უბედურება ისაა, რომ ხელისუფლება, იმის ნაცვლად რომ სწორ არგუმენტებს უკეთებდეს კულტივირებას, იმის ნაცვლად, რომ მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებამდე არ მიყავდეს და ირაციონალური გამოსავლების ძებნაში არ აკარგვინებდეს დროსა და სახეს, სწორედ ასეთი იდიოტიზმების წამხალისებელია, მისი უკლებლივ ყველა წარმომადგენლის საშუალებით.
ეს ხელისუფლება არის ჩვენი ქვეყნის ჩვეულებრივი მტერი, უბოროტესი მავნებლებით დაკომპლექტებული ბრბო გვიზის დღეს მთავრობაში და საპარლამენტო უმრავლესობაში. უნდა წავიდნენ და სამოქალაქო საზოგადოებამ დროზე უნდა ამოიღოს ხმა. გააქტიურდით, თორემ თოფაძის ბოდვა რომ გგონიათ, უსწრაფესად გექცევათ რეალობად!
ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი