21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა

21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა

21.03.2015

პირველ ქართულ  გაზეთს “საქართველოს გაზეთი” ერქვა.  მისი პირველი ნომერი  ძველი სტილით 1819 წელს  8 მარტს,  ახალი სტილით კი  21 მარტს გამოვიდა, სწორედ ამიტომ მოხდა, რომ  ქართული ჟურნალისტიკის დღედ  21 მარტი დაწესდა.  იმ პერიოდის საქართველოში, არაერთი რუსული გამოცემა გამოდიოდა და დიდი გმირობა იყო ასეთ გარემოში ქართული ბეჭდური ორგანოს აღმოცენება. დიდი სირთულეები შეხვდა პირველ გამოცემას, მაგრამ ფაქტია, რომ 3 წელი იარსება.  საბედნიეროდ, ეს გამოცემა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება.  ჩვენ, Palimfsesti.ge-ის რედაქციის ჟურნალისტები, ამ გამოცემას   ქართული ჟურნალისტიკის ათვლის წერტილად მივიჩნევთ  და პატივს მივაგებთ  იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც, მიუხედავად იმპერიული წნეხისა, პირველი ქართული გაზეთის გამოცემა  მაინც მოახერხეს.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge