5 აპრილს TBG-ს საორგანიზატორო ჯგუფი ვგეგმავთ საქართველოში პირველად, კერძოდ თბილისში, ლისის ტბაზე დავამკვიდროთ ე.წ. "Weekend fun" რაც გულისხმობს ღონისძიებას, რომელზეც მოსული ადამიანი გაერთობა, გააკეთებს იმას, რაც მას სიამოვნებს. ითამაშებს, ივარჯიშებს, იმღერებს, იცეკვებს, მოკლედ გაატარებს სასიამოვნო დროს მეგობრებთან ერთად.
მსგავსი ივენთი საქართველოში ტარდება პირველად, ორგანიზებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესახებ ივენთის გვერდზე სისტემატურად განახლდება ინფორმაცია და თქვენ საშუალება გექნებათ თვალყური ადევნოთ მზადების პროცესს.
მგონი დროა გავერთოთ ისე როგორც აქამდე უბრალოდ ვოცნებობდით, ისე როგორც ერთობიან უცხოეთში ვიქენდებზე, ოჯახთან, მეგობრებთან და უამრავ ადამიანთან ერთად.
ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე, შევიკრიბებით ყველა ვისაც გართობა გვსურს. არ აქვს მნიშვნელობა ველოსიპედით მოხვალთ, მანქანით თუ თვითმფრინავით. უბრალოდ მოდი და გაიხალისე ცხოვრება. წამოიყვანეთ მეგობრები, შვილები, მოკლედ ის ვინც გინდათ.
რა იქნება ვიქენდზე?
ფრისბი, კარაოკე, სამაგიდო თამაშები, სხვადასხვა სახის შეჯიბრი დაღამებისას დაინთება დიდი კოცონი. ასევე შეგიძლიათ ვისაც რა გსურთ ის წამოიღოთ (ბურთი, ბადმინტონი და ა.შ.)
იქნება ანკესით თევზაობის საშუალებაც ^_^
✖ რადგან ღონისძიება ტარდება ღია ცის ქვეშ საორგანიზატორო ჯგუფი დამოკიდებული ვართ ამინდზე იმედია 5 აპრილს გაგვიმართლებს და კარგი ამინდი იქნება ^_^ ასევე გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ იმ საკითხს რომ ჩვენი ჯგუფი არ ფინანსდება რომელიმე კომპანიის მიერ და დაგეგმილი ღონისძიება არის გათვლილი მხოლოდ იმისთვის, რომ ივენთზე მოსულმა ადამიანებმა რაც შეიძლება კარგი დრო გაატარონ და გაერთონ.
დამატებითი ინფორმაციისთვის:
გუმანი გურაბანიძე : 579-88-30-30
თამაზ თიკანაძე : 598-41-93-33
P.S. ბადრი ნეფარიძე: ვიქენდი კიარა, წავიდეთ, აფხაზეთი დავიბრუნოთ!