ალექსანდრე კახა ლომაია
პოლიტიკაში "ივერიას" შემოსვლით, პროდასავლური პატრიოტული ფლანგი გაძლიერდა. არ მგონია, "ივერიას" პერსპექტივა "ნაციონალების" ელექტორატზე გადიოდეს. ამ ადამიანებმა იმდენი გადაიტანეს თავიანთი პოლიტიკური შეხედულებების გამო, რომ სხვა პარტიას, სავარაუდოდ, ხმას არ მისცემენ. მითუმეტეს ახლა, როდესაც "ნაციონალების" აღმავალი დინამიკა თვალშისაცემია. "ივერიას" ძალისხმევა უფრო ამომრჩეველთა იმ ნაწილისკენ უნდა მიიმართოს, ვის პოლიტიკურ სიმპათიებსაც "სამი არა" განსაზღვრავს: უკვე აღარ მოსწონთ "ქოცები", ჯერ კიდევ არ მოსწონთ "ნაციონალები" და უბრალოდ არ მოსწონთ "ელასტიური" ალასანია. წესით, გადაუწყვეტელთა დიდ მასაში ასეთი ამომრჩევლების რიცხვი 5%-ზე მეტი უნდა იყოს. და თუ ეს ასეა, მაშინ მომავალ პარლამენტში, შესაძლოა, პროდასავლური უმრავლესობა ვიხილოთ "ნაციონალებისა" და "ივერიას" სახით.