დემოკრატია "კანონის უზენაესობაა" თავისი ეფექტური "უდანაშაულობის პრეზუმფციით"

დემოკრატია "კანონის უზენაესობაა" თავისი ეფექტური "უდანაშაულობის პრეზუმფციით"

30.03.2015

ნიკა რურუა

საქართველოს უახლოესი მომავალი, ისევე როგორც მისი შორეული პერსპექტივა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დემოკრატიული ქვეყანა იქნება იგი:

რაც უფრო მეტად გამყარდება დემოკრატიული ინსტიტუტები ჩვენს სამშობლოში, მით უფრო რეალისტური ხდება მისი განვითარებისა და გამდიდრებისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა თავისუფალი სამყაროს მხრიდან.

ამდენად, საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფოს ბედი ყოველი ჩვენგანის აქტიურობასა და პრინციპულობაზეა დამოკიდებული - რაც უფრო სამაგალითო და ნამდვილი დემოკრატია გავხდებით, მით უფრო რეალური გახდება შანსი ჩვენი თავისუფლების გადარჩენისა, რასაც დღეისათვის ბევრი უსერიოზულესი საფრთხე ემუქრება.

გარდა დემოკრატიულობისა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ (და ჩემი აზრით, უფრო საბედნიეროდ) საქართველოს თავისუფალი სამყაროსათვის სხვა ხიბლი და ღირებულება არ გააჩნია.

P.S. დემოკრატია კი ბევრს არაფერს რთულს არ ნიშნავს: ძალიან ზოგადად, ესაა რეალურად ამუშავებული "კანონის უზენაესობა" თავისი ეფექტური "უდანაშაულობის პრეზუმფციით", თავისუფალი სასამართლო სისტემით, ძალაუფლების რეალური დანაწილებით, თავისუფალი ბაზრით, კარგად უზრუნველყოფილი და დაცული საკუთრების, რწმენის, სიტყვის, და პირადი ცხოვრების უფლებებით.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge