ეკვადორელი ქართველი იოლანდა კაკაბაძე

ეკვადორელი ქართველი იოლანდა კაკაბაძე

31.03.2015

ალექსანდრე კახა ლომაია

28 მარტის "ფაინენშლ ტაიმსი" დიდ ინტერვიუს აქვეყნებს მსოფლიოს უმსხვილესი ბუნებისდაცვითი ორგანიზაციის, WWF-ის პრეზიდენტთან, იოლანდა კაკაბაძესთან. 67 წლის ქ-ნი იოლანდა ეკვადორელია, ქართველი იმიგრანტისა და ეკვადორელი ქალბატონის შვილი. ინტერვიუში ის ამბობს, რომ "ბევრი რამით სწორედ მამას ჰგავს". წლების განმავლობაში ეკვადორის გარემოს დაცვის მინისტრი იყო. საქართველოსთვის იგი ბრაზილიაში ჩვენმა ელჩმა ოთარ (ოთო) ბერძენიშვილმა აღმოაჩინა. ქ-ნმა იოლანდამ კონკრეტული როლი ითამაშა იმაში, რომ ეკვადორის ხელმძღვანელობას უკეთ გაეცნო საქართველოს პრობლემები და არ გადაედგა ის ნაბიჯი, რომელსაც მისგან მოსკოვი მოითხოვდა - ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება. ოთოს მეცადინეობითა და ქ-ნი იოლანდას მხარდაჭერით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის საქმიანი ურთიერთობები დამყარდა, გამარტივდა სავიზო რეჟიმი, ეკვადორში გაიმართა საქართველოს კულტურის დღეები, ხოლო საქართველოში - ეკვადორის. ასე მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტრო და, მთლიანად, სახელმწიფო აპარატი. "ქართულმა ოცნებამ" დატოვა თუ არა ეკვადორი გამარტივებულ სავიზო რეჟიმში, არ ვიცი. მათგან ესეც დიდი ამბავი იქნება.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge