ვერა ქობალია "ასტანა ექსპო 2017"-ის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა
საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია, ყაზახური კომპანია „ასტანა ექსპო 2017“-ის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.
„ვექტორის“ ინფორმაციით, ქობალიამ აღნიშნულ ადგილზე დანიშვნის შეთავაზება ყაზახური მხარისგან მიიღო და დათანხმების შემდეგ ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ყაზახეთში გადავიდა.
შეგახსენებთ, "ექსპო 2017" ყაზახეთის ქალაქ ასტანაში ჩატარდება, რომლის მთავარი თემა "ახალი ენერგია" იქნება. გამოფენაში მონაწილეობას მსოფლიოს 100-მდე ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ.
ცნობისთვის, გამოფენაზე უკვე მიწვეულია საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.http://www.veqtori.ge/geo/news/story/185-vera-qobalia-astana-eqspo-2017-is-direqtoris-moadgiled-dainishna