ერეკლე კოდუას ბიზნესმენი დედა უმუშევართა საქართველოში მუშახელს ვერ პოულობს

ერეკლე კოდუას ბიზნესმენი დედა უმუშევართა საქართველოში მუშახელს ვერ პოულობს

31.03.2015

სამკერვალო სახლი ლაურას დამფუძნებელი, ლაურა ღაჭავა საქართველოში კადრების ნაკლებობაზე საუბრობს. ღაჭავას თქმით, მონკლერის ბრენდს შეკვეთის გაორმაგება სურს, თუმცა ბიზნესმენი ხელშეკრულების გაფორმებისგან თავს, კადრების სიმცირის გამო იკავებს.

"ვერ ვპოულობთ უმუშევარ ხალხს, რომელიც გვინდა რომ დავასაქმოთ. სად არის ხალხი, რომელიც არ მუშაობს და უჭირთ ვერ ვნახე. ჩვენ მათ უფასო სწავლებას ვთავაზობთ, თუმცა მოდიან და სწავლა და მუშაობა არ უნდათ. დილიდან საღამომდე ვიმუშავო? – ამას გვეკითხებიან და მუშაობაზე უარს ამბობენ. არ მოსწონთ რომ სოციალური დახმარება მოეხსნებათ და ამის გამო უარს ამბობენ სამსახურზე. ჩვენ მათ ტრანსპორტის უფასო მომსახურებას ვთავაზობთ. ხელფასი არის გამომუშავებით.

ამჯერად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ თეთრეულის მწარმოებელ კომპანია ტასთან, თუმცა თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა დამატებით 400 ადამიანი დამჭირდება. სად არიან უმუშევარი ხალხი მაინც ვერ ვიპოვე. მონკლერის ბრენდსაც სურს შეკვეთის გაორმაგება, მაგრამ ამ კონტრაქტზეც თავს ვიკავებ, რადგან ხალხი არ მყავს", – ლაურა ღაჭავა.

http://ipress.ge/new/3972-laura-ghachava-samsakhurze-uars-socialuri-dakhmarebis-mokhsnis-shishit-meubnebian



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge