ემზარ ჯგერენაია, სოციოლოგი
ჩვენნაირი ტიპის ქვეყნებისთვის პოლიტიკური კარიერა მთავარი არ არის. ჩვენთან პოლიტიკოსებად ადამიანები ყალიბდებიან, როგორც ზღაპრის გმირები. დედაბერი შეგვხვდა - ვაშლი მოგვცა. შვილი არ გყავდა - შვილი გაგიჩნდა, არ იცი რატომ და როგორ. დასავლური დემოკრატიებისთვის დამახასიათებელია გზა, ბიოგრაფია, როცა დაკვირვებით შეგიძლია თქვა ადამიანმა რა გამოიარა და როგორ. ჩვენთან არ არის ამაზე შეკვეთა, იმიტომ, რომ საზოგადოება ამას არ კითხულობს... ჩვენ არ გვაქვს მყარი პოლიტიკური კულტურა. ჩვენ მივდივართ, პრაქტიკულად, ხელის ცეცებით და სინჯვით.
ტაბულა, გადაცემა „თეორემა“31 მარტი, 2015