ბრაზილიელი ქართველი ჰარვარდში ისწავლის

ბრაზილიელი ქართველი ჰარვარდში ისწავლის

04.04.2015

ქართველი ემიგრანტების შვილი ბრაზილიიდან, რომელიც ჰარვარდში ისწავლის / Daughter of Georgian Emigrants in Brazil, headed to Harvard

გაიცანით 18 წლის მარიამ ტოპეშაშვილი, ქართველი ემიგრანტების შვილი რიო დე ჟანეიროდან, რომელიც ჰარვარდში ისწავლის. 

ის ბრაზილიის მოქალაქეა. სრულყოფილად საუბრობს პორტუგალიურად რიოს აქცენტით და კიდევ ხუთ ენას ფლობს. გატაცებულია პოლიტიკითა და ეკონომიკით და ბევრს დროს უთმობს მოხალისეობას.

2001 წელს 4 წლის მარიამი მშობლებთან ერთად რიო დე ჟანეიროში ჩავიდა. ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა. მამა კოპაკაბანას პლაჟზე ლუდს ყიდდა. დედას სამუშაოს საშოვნელად ორი წელი დასჭირდა. მშობლები შემოსავლის უმეტეს ნაწილს შვილის განათლებაში ხარჯავდნენ. მარიამი თავაუღებლად მეცადინეობდა. ის რიოს პრესტიჟულ, პედრო II-ის სახელობის კოლეჯში მიიღეს. მონაწილეობდა მათემატიკის, ქიმიისა და ისტორიის ოლიმპიადებში, ხოლო თავისუფალ დროს უსინათლო ადამიანებს წიგნებს უკითხავდა.

შარშან მარიამი შეერთებული შტატების მთავრობამ ახალგაზრდობის ელჩად აირჩია. განათლების ფონდისა და აშშ-ის მთავრობის საგანმანათლებლო პროგრამის საშუალებით მან საბუთები ამერიკულ უნივერსიტეტებში გაგზავნა და 31 მარტს სრული სტიპენდიით ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

მარიამს მხოლოდ იმაზე წყდება გული, რომ მის წარმატებას მამა, ავთანდილი, ვერ მოესწრო. „მამამ ჩემი განათლებისთვის დიდი მსხვერპლი გაიღო. მან მასწავლა ყველაფერი, რაც პოლიტიკის შესახებ ვიცი. მამას უყვარდა, როცა წიგნებს მიკითხავდა. უსინათლოთათვის წიგნების კითხვაც მისგან ვისწავლე,“ ამბობს მარიამი.

წარმატებები ახალგაზრდა ქართველ სტუდენტს ჰარვარდში!

წაიკითხეთ სტატია მარიამის შესახებ „გლობოში“:http://goo.gl/nXuhp8

Meet Mariam Topeshashvili, 18, daughter of Georgian emigrants living in Rio de Janeiro, who will study in Harvard.

She is a Brazilian citizen. She speaks Portuguese with a Rio accent and speaks five other languages. She loves politics and economics and spends a lot of time on volunteer work.

Mariam was four when her family arrived in Brazil in 2001. The family could hardly make ends meet. Father was selling beer on Copacabana Beach. It took two years for her mother to find a job. The parents were investing most of their income in their daughter’s education. Mariam studied hard. She became a student at Rio’s prestigious Pedro II College. She participated in math, chemistry and history Olympiads and read books to the blind in her free time.

Last year the U.S. Government chose Mariam to participate in the Youth Ambassador project. Through Education Foundation and EducationUSA Mariam applied to the U.S. universities and on March 31 she received news that Harvard was approving her application with a full scholarship.

The only thing that Mariam regrets is that she cannot share the story of her success with her father, Avtandil. “My father made many sacrifices so I could study. It was he who taught me everything I know about politics. My father loved to read books to me. I read books for the blind. That I also learned from my father,” Mariam says.

We wish success to a young Georgian student at Harvard!

Read original article about Mariam in Globo:http://goo.gl/nXuhp8

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge