მეგონა სამშობლოს დაცვაზე ზრუნავდა და თურმე ქორწინება გაუფორმებია

მეგონა სამშობლოს დაცვაზე ზრუნავდა და თურმე ქორწინება გაუფორმებია

05.04.2015

ნათია ფანჯიკიძე

ეს კაცი მარტო არ გაიშვება არსად, მეგონა სამშობლოს დაცვაზე ზრუნავდა და აწერდა ხელს და თურმე ქორწინება გაუფორმებია.
მაშინ უნდა გავშორებოდი, პირველად რომ მიმითითეს. დამღუპავს გულუბრყვილობა.

პ.ს. ერთი რაჭაში, ჩემს სოფელში მომეხმარეთ ელემენტარულ კეთილმოწყობაში, წყლის საკითხის მოწესრიგებაში და წავალ, ვიბუჩქუტუნებ ჩემთვის, სტაფილოს მოვიყვან, გამოგიგზავნით კიდეც. ამასაც წავიყვან მოტყუებით, ატაში მიმყავხართქო და მივასკოჩავ ამირანივით რომელიმე ხომლს ახლომახლო. გინდა თავი დაგიცვიათ, გინდა ჩრდილო კორეას შეერთებიხართ. არ მომკლეს ეს ჩიტოსანი ქალი?

P.S. საფრანგეთის ელჩმა რენო სალენსიმ  განცხადება გააკეთა  იმასთან დაკავშირებით, რომ ქართულ მხარეს საჰაერო თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით არანაირ შეთანხმებაზე, ხელშეკრულებასა თუ ვალდებულებაზე ხელი არ მოუწერია.

P.S.S. ბატონი ელჩი თავად არ იმყოფებოდა ამ ხელშეკრულების ხელმოწერაზე. 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge