ევროპა რუსულ გაზზე უარს ამბობს და ირანულზე გადადის

ევროპა რუსულ გაზზე უარს ამბობს და ირანულზე გადადის

05.04.2015

როგორ ფიქრობთ, როგორია იმყოფებოდე საკუთარი გასვენების ცერემონიაზე და შენვე გიწევდეს ეპიტაფიის კითხვა? არც კი მინდა ამის წარმოდგენა. თუმცა რუსეთი, კერძოდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამ დღეებში გასვენების ცერემონიაზე აღმოჩნდა, თანაც საკუთარი გასვენების.  

ირანმა და "ექვსეულმა", რომელშიც ისტორიულად რუსეთიც შედის, გადაწყვიტეს ყველა საკითხი რაც ბირთვულ პროგრამას ეხებოდა და ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან უკვე ისმის საუბარი იმაზე, რომ ირანს ეტაპობრივად მოუხსნიან სანქციებს. ალბათ ბევრს გესმით, თუ რას ნიშნავს ეს. ანუ ის რომ ნავთობისა და გაზის მსოფლიო ბაზარზე ახალი მოთამაშე გამოჩნდა, რომელიც კარდინალურად შეცვლის ვითარებას, მაგრამ არა რუსეთის სასარგებლოდ. სულ მალე პაციენტი დაისვენებს და იმ ქვეყნიერებას შეუერთდება. ამ პროცესს ირანული ნავთობი დააჩქარებს, რომელსაც მომხმარებელი უკვე დიდი ხანია ელოდება და ირანული გაზი, რომელსაც გააჩნია უზარმაზარი პერსპექტივა ევროპაში რუსულ გაზს ჩაენაცვლოს. 

რათქმაუნდა ეს ხვალვე არ მოხდება, ვინაიდან არსებობს პროცედურები. მაგრამ უკვე მიმდინარე წელს, 35 მილიონი ნავთობის ბარელი, რომელიც ირანის სანაპიროებთან სუპერტანკერებში ინახება მთელს მსოფლიოს მოამარაგებს. ამ ყველაფერს კიდევ ის ემატება, რომ Goldman Sachs-ი უკვე ამ ზაფხულს ნავთობის ფასზე კლებას პროგნოზირებს და მისი ფასი ერთ ბარელ ნავთობზე დაახლოებით 40$ იქნება. 

და აი მაინტერესებს, როგორია ესწრებოდე ბირთვული პრობლემების გადაწყვეტილების პროცედურას, თანაც როგორც პარტნიორი, თანამოაზროვნე და ამავდროულად მთავარი კონკურენტი, რომლის ეკონომიკა გაღატაკდა და ახლა როგორც კი მწვანე შუქი აინთება მას უამრავი ინვესტიციცები ელოდება? რუსეთს უკვე არ შეეძლო უარი ეთქვა "ექვსეულის" სხდომაზე დასწრებაზე, რადგან პრობლემების გადაწყვეტის პროცედურებში ის უკვე როგორც გარიყული ისე შევიდა. მას მხოლოდ კმაყოფილი სახის იმიტირება მოუწია, რომ თითქოს ყველაფერი კარგადაა და რომ ეს დიპლომატიის გამარჯვებაა, თანაც ოდნავ შეალამაზა რუსეთის როლი ამ პროცედურებში. 

მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ეს იყო "ექვსეულის" მიერ რუსეთზე მწარე დაცინვა და დამცირება, რომელიც მას G20-ის  მერე არ განუცდია. 

ბლოგერი Zloy-odessit   politolog.net  (tzona)



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge