შოთა უტიაშვილი
1აიღონ იუსტიციის სახლის წინ დადგმული ყაჩაღების ძეგლი და მის ადგილას დაიდგას მათ მიერ მოკლული პოლიციელების მემორიალი! (შოთა უტიაშვილი)
2.არავითარი პრობლემა არ არის აფხაზურნომრებიანი მანქანების მოძრაობა ჩვენს ქუჩებში. თავის დროზე, ჩვენ დავრთეთ ნება. რაც მეტი შემოვა, მით უკეთესი.(შოთა უტიაშვილი)
4 აპრილი, 2015 წელი, ქუთაისი, ლევან ლეკვინაძის ფოტო.
3. ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა. როცა თავდაცვის მინისტრს და პრემიერ მინისტრს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისათვის ძირის გამოთხრას ედავებიან, ან დამაჯერებელი პასუხი უნდა გასცენ და ან გადადგნენ. ჯანელიძის არეულ-დარეული თავისმართლება ჯერჯერობით იმას მიანიშნებს, რომ ალასანიას ბრალდებები მართალია. (შოთა უტიაშვილი)
ჟურნალი ტაბულა: „თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის განცხადებით, მან ირაკლი ალასანიას ნამდვილად დაურეკა პარიზში, თუმცა, საჰაერო თავდაცვითი სისტემის შესყიდვაზე განზრახულობათა ოქმზე ხელმოწერის პროცედურის მხოლოდ რამდენიმე დღით გადადება სთხოვა.
"ამ საკითხზე მეტი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. ვიმეორებ, მე მას შევახსენე იმ აუცილებელი პროცედურების დაცვის შესახებ, რომელიც უნდა დაეცვა და ვთხოვეთ, რამდენიმე დღით, მხოლოდ რამდენიმე დღით გადაედოთ ეს ხელმოწერის პროცედურა. და არა ისე, როგორც ის აცხადებს, რომ უარი ეთქვა საერთოდ ხელმოწერაზე. რაც შეხება ზოგადად პროცესს, რაც უკავშირდება თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას, ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს სამინისტროში წარმატებით, მათ შორის, იმ მიმართულებითაც, რაზეც ბატონი ალასანია საუბრობს. მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რაც უფრო მეტს ვისაუბრებთ თავდაცვის საკითხებზე, საიდუმლო თემებზე ღიად, რაც უფრო მეტი ჭორაობა და მითქმა-მოთქმა იქნება, მით უფრო მეტი ზიანი მიადგება ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას" - თქვა ჯანელიძემ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით კი, 2014 წლის 28 ოქტომბერს, საფრანგეთში, სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მაშინდელმა მდივანმა მინდია ჯანელიძემ პრემიერმინისტრის სახელით ორჯერ დაურეკა და უთხრა, საჰაერო თავდაცვითი სისტემის შესყიდვაზე განზრახულობათა ოქმის ხელმოწერისგან თავი შეეკავებინა. როგორც პარტია თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ე.წ. კაბელების საქმეზე მომზადებულ ფილმში ამბობს, აღნიშნული ოქმის ხელმოწერის შესახებ მთავრობა ინფორმირებული იყო და მასზე უსაფრთხოების კაბინეტი წელიწად-ნახევარის განმავლობაში მუშაობდა.
„ვიკითხე, თუ რა იყო ახალი გარემოება, რამ მიაღებინა პრემიერს ეს გადაწყვეტილება (პრემიერის სახელით მელაპარაკებოდა). ვერ ამიხსნა. მე მას ვთხოვე, რომ მიბრუნებულიყო პრემიერთან, ვინაიდან მე ვცადე დაკავშირება და დაკავებული იყო, როგორც ამიხსნეს. მე ვთხოვე, რომ მისულიყო მასთან და აეხსნა, რა შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა. მიბრუნდა, 10-15 წუთში გადმომირეკა და მითხრა: "არა, უნდა მოძებნოთ გონივრული გამოსავალი და არ მოაწეროთ ხელი". მე ვუთხარი, რომ ერთადერთი გონივრული გამოსავალი ეს არის, რომ ხელი მოეწერება მემორანდუმს. მეორე დილით, 10-ის ნახევარზე იყო დაგეგმილი ხელმოწერა სპეციალურ თავდაცვით ინდუსტრიებთან. მე ვუთხარი, რომ ერთადერთი სწორი გამოსავალი ხელმოწერაა, რადგან შეთანხმებულია ყველა დონეზე და, რაც მთავარია, საქართველოს ჯარს და მოსახლეობას ეს სჭირდება", - აცხადებს ალასანია და აღნიშნავს, რომ "პრემიერთან გავლილი იყო განზრახულობათა ოქმის ტექსტი და ეს იცოდა პრემიერმაც და მინდია ჯანელიძემაც".
"ეს თემა წელიწად-ნახევრის განმავლობაში იყო განხილული სხვადასხვა დოზით უსაფრთხოების კაბინეტშიც, მათ შორის პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით, სადაც პრინციპული შეთანხმება შედგა. ეს იყო, თუ არ ვცდები, 2013 წლის დასაწყისში. შემდეგ კი, უკვე დეტალურად განვიხილეთ არაერთხელ უსაფრთხოების კაბინეტის წევრებთან და შეთანხმება შედგა, რომ ეს ის პროექტი იყო, რომელიც საქართველოს აწყობდა", - ამბობს ყოფილი მინისტრი.
ირაკლი ალასანიას შეფასებით, "მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო საფრანგეთმა, რომელსაც აქამდე პრაქტიკულად ფარული ემბარგო ჰქონდა გამოცხადებული საქართველოს მიმართ იარაღის მოწოდებაზე. ერთი წლის განმავლობაში ინტენსიური მუშაობით ჩვენ პოლიტიკური გადაწყვეტილება მივაღებინეთ საფრანგეთს".
ფილმში ნათქვამია, რომ "ირაკლი ალასანიამ განზრახულობათა ოქმს საჰაერო თავდაცვის ულტრათანამედროვე სისტემის შესყიდვაზე 29 ოქტომბერს მოაწერა ხელი, რა დროსაც უკვე იცის, რომ თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი დააკავეს". ფილმში გამოყენებულია ხელმოწერის ფოტოებიც.
ფილმი თავისუფალი დემოკრატების ლიდერის განცხადებით სრულდება - "ცუდად მიცნობენ, იმიტომ, რომ როდესაც ასეთი ზეწოლა ხდება, პირიქით, მე კიდევ უფრო მიზანმიმართული ვხდები ჩემი ამოცანების მიღწევაში", - აცხადებს ირაკლი ალასანია. http://www.tabula.ge/ge/story/94657-janelidze-alasanias-oqmze-xelmotseris-mxolod-ramdenime-dghit-gadadeba-vtxovet
4. IRI-ს კვლევის მთავარი შედეგი: ქართველი ხალხი ბევრად უფრო პროგრესულია, ვიდრე საქართველოს მთავრობა. (შოთა უტიაშვილი)
5. ვინც რუსი ჯაშუშების გამოშვებას ხელი მოაწერეთ, იმედია ცოტა მაინც შეგრცხვებათ. (შოთა უტიაშვილი)
12:27 24/03/2015
Утвержден приговор продавцу, сообщившей Грузии о движении российских войск
МОСКВА, 24 мар — РАПСИ. Верховный суд РФ во вторник признал законным приговор продавцу из Сочи, которая получила 6 лет колонии за шпионаж в пользу Грузии, передает корреспондент РАПСИ из зала суда.
«Судебная коллегия определила приговор Краснодарского краевого суда в отношении Екатерины Харебавы оставить без изменения, а апелляционную жалобу ее защиты — без удовлетворения», — говорится в решении суда.
По версии следствия, Харебава в 2008 году на территории Сочи увидела передвижение российских войск, о чем сообщила военному представителю Грузии, сообщил адвокат подсудимой Леонид Ерчинко. «Все это произошло перед абхазско-грузинским конфликтом», — отметил он.
Следствие утверждает, что Харебава, передав сведения, причинила ущерб интересам государства. Адвокат отметил, что его подзащитная не имеет никакого отношения к военной или иной секретной деятельности, работает продавцом на рынке в Сочи.
В 2013 году Харебаве были предъявлены обвинения в шпионаже; с мая 2013 года по решению суда она находилась под стражей.
Согласно приговору Краснодарского краевого суда, обвиняемая будет отбывать наказание в колонии общего режима.http://rapsinews.ru/judicial_news/20150324/273378707.html
6.7 ნოემბრის საქმეზე ამ ჩვენმა პროკურატურამ პუტინსაც ხო არ მისცა დაზარალებულის სტატუსი? არადა, სამართლიანი იქნებოდა... (შოთა უტიაშვილი)
თავისუფალი ეკონომიკური სკოლის ფოტო.(უკრაინა)