სახელი "მიშა" წამგებიანია?!

სახელი "მიშა" წამგებიანია?!

06.04.2015

მიშა! მიშა!" ლანჩხუთის "ევგრაფი შევარდნაძის" სტადიონზე-გაპარული გამგებელი და მობილიზებული პოლიცია

უმაღლესი ლიგის მორიგი ტურის მატჩი გაიმართა, დღეს, ლანჩხუთში, "ევგრაფი შევარდნაძის" სახელობის სტადიონზე, სადაც ადგილობრივმა "გურიამგათამაშების ერთ-ერთ ლიდერს-გორის "დილას" უმასპინძლა.

მატჩი ფრედ 0-0 დასრულდა, თუმცა რომ არა ლანჩხუთელთა მეკარის, მიშა გოგუაძის ბრწყინვალე თამაში, გორელები შინ სამი ქულით დაბრუნდებოდნენ.

სწორედ მისი კარგი თამაშის გამო, სტადიონზე მყოფი 2 ათასამდე გულშემატკივარი მატჩის მსვლელობისას "მიშა! მიშას" გაიძახოდა, რაც სხვაგვარად აღიქვა ადგილობრივმა ხელისუფლებამ, როგორც გვარწმუნებენ ლანჩხუთის გამგებელი ამ შეძახილებზე სტადიონიდან გაიპარა, ხოლო ადგილობრივმა პოლიციამ მობილიზაცია დაიწყო.

მასპინძელთა მწვრთნელმა გოლკიპერი მიშა გოგუაძე მალევე შეცვალა, თუმცა ის გასახდელისაკენ მაყურებელმა კვლავ "მიშა! მიშას!" შეძხილებით გააცილა.

http://guriismoambe.com/index.php?m=68&news_id=9649#.VQl9fe4fPjA.facebook



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge